03 სექტემბერი, 2016
ჯინსების თაობაზე ფილმის გადაღება დაწყებულია -მთავარ როლს ქართველი „ალენ დელონი“ თამაშობს - ნახეთ, პირველი კადრები გადასაღები მოედნიდან
1983 წელს რვა ახალგაზრდამ საბჭოთა კავშირიდან გაქცევა დაგეგმა. მათი გეგმა არ იყო იდეალური, ბევრი რამ გათვლილი არ ჰქონდათ. ალბათ ამიტომაც შეეწირა მათ სურვილს რამდენიმე ადამიანი... 

რვა ახალგაზრდა, როგორც საქორწინო მაყრიონი, თვითმფრინავში ავიდნენ და გაიტაცეს.  

მათ სისტემიდან გაქცევა არ გამოუვიდათ... ქართული ინტელიგენციის დიდმა ნაწილმა გამტაცებელთა სიცოცხლის შენარჩუნების თხოვნით ხელწერილები შეაგროვა, თუმცა მათ მიმართ სასჯელის უმაღლესი ზომა გამოიყენეს.… მოგვიანებით მათ თაობას ჯინსების თაობა შეარქვეს.

რამდენიმე წლის წინ ამ ტრაგიკულ ამბავზე ფილმის გა
დაღება ორმა რეჟისორმა, ნიკოლოზ ხომასურიძემ და რეზო გიგინეიშვილმა, გადაწყვიტა.

ნიკოლოზ ხომასურიძემ ჯერჯერობით იდეის განხორციელება ვერ შეძლო. რეზო გიგინეიშვილი უკვე მუშაობს ფილმზე. 

ფილმში გეგა კობახიძის როლს ირაკლი კვირიკაძე ასრულებს, მის მეუღლეს კი თინა დალაქიშვილი თამაშობს.

ირაკლი ნინო ქორიძის და დათუნა კვირიკაძის შვილია, რომელსაც ქართველ „ალენ დელონს“ უწოდებენ.

თინა დალაქიშვილი კი ფართო მაყურებელმა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო. 

რეჟისორ რეზო გიგინეიშვილის ფილმს "მძევლები" ჰქვია და მისი დამთავრება 2017 წელს იგეგმება.

სოციალურ ქსელში უკვე გავრცელდა კადრები გადასაღები მოედნიდან.

RatingRatingRatingRatingRatingRatingRating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 45 /
მაიკო
მეც მაგ თაობის წარმომნადგებელი ვარ დაკარგად მახსოვს ყველაფერი,ჭორებისა თუ სახელმწიფო,დამახინჯებული ინფორმაციის.მეგობრებისა და საერთო ნაცნობების დონეზე.გმირებად არც არავინ მოიხსენიეს,მაგრამ,სიკვდილი-სიკვდილის წილ...?! ცხოველიც კი შეიწყალებდა მაშინ...და რა მერე?! რომ დახვრიტეს ამითი გულზე მალამოდ მოეცხო ვინმეს?!ადამიანები ვართ და არ უნდა გაგვაბოროტოს ცხოვრებამ,მიმტევებლობის უნარი და ნიჭი უნდა გვქონდეს დარწმუნებული ვარ.დღემდე ვიღაცვიღაცეებს არ ასვენებთ ალბათ უდანაშაოლო,თუ სიკვდილმისჯილ ადამიანთა სულები!
22:47 / 12-09-2016
გამოხმაურება / 0 /
ნათია
რა თქმა უნდა დამნაშავეები იყვნენ, თუნდაც უბრალოდ იმ შემზარავი შიშის გამო რაც იქ ხალხმა განიცადა. ისე ვერ გავიდნენ? ვინ ედგათ წინ, ყველაფერი მაგათი იყო. სასიკვდილოდ მართლაც ძალიან ცოდოები იყვნენ, მაგრამ ისინიც ხომ ცოდოები იყვნენ ვინც დაიხოცნენ.მათი საქციელის გამართლება არ შეიძლება, ნუ იცავთ.სასიკვდილოდ ნამდვილად ცოდოები არიან, მაგრამ მარტო ისინი არა...
11:30 / 12-09-2016
გამოხმაურება / 0 /
მმმ
ძალიან ლამაზი ბიჭია, მაგრამ არა ალენ დელონი. საერთოდ ვერ ვამსგავსებ ერთმანეთს. ალენ დელონს გავდა ერთი ბიჭი რომელიც კამოს ქუჩაზე ცხოვრობდა, რომ გაიცინებდა შეგზარავდა მსგავსება, მერე იმ ბიჭმა სკოლა დაამთავრა და ლენინგრადში წავიდა, იმის შემდეგ აღარ მინახავს.მამა სომეხი ყავდა და დედა რუსი, ძალიან მწვანე ფერის თვალები ჰქონდა და ისეთი ხშირი წამწამები, ღია ყავისფერი თმები, დაჭექებასავით სიცილი და ჩამოქანდაკებული სახის ნაკვთები. ეს დიდ ხნის წინ იყო.
11:19 / 12-09-2016
გამოხმაურება / 0 /
WEED-ს
აქ ხალსს შეურაცხყოფას ნუ აყენებ. სულით მონაც ხარ და მასზე მდაბალიც. თუთიყუშივით რომ იმეორებ ერთხელ ჩამოყალიბებულ აზრს და საკუთარი არ გაგაჩნია. იმ თვითმფრინავში ხალხი დაიხოცა. ისინი ადამიანები არ იყვნენ? რა თქმა უნდა, ამათი დახვრეტა საცოდაობა და დანაშაული იყო, მაგრამ ის ხალხი ადამიანები არ იყვნენ? თუ სანამ თქვენ სქელ ტყავებს არ შეეხება, მანამდე არფერს აქვს მნიშვნელობა?!
00:53 / 11-09-2016
გამოხმაურება / 0 /
დათიკო48
ამ ბავშვებს შეეძლოთ თავისუფლად დაეტოვებინათ სსრკ ყოველგვარი "გატაცების"გარეშე,მაგრამ უნდოდათ,რომ ყოფილიყვნენ"გმირები".სამწუხაროდ მაშინდელმა ნაძირალა თეთრმა მელამ არ შეიწყალა ეს ბავშვები და დაახვრეტინა მოძღვარიც,და ამ ამბავს შეეწირა სამწუხაროდ ნოდარ დუმბაძეც,რომლის თხოვნაზეც შეწყალებაზე უარი თქვა შევარდნაძემ.
05:19 / 10-09-2016
გამოხმაურება / 0 /
ლალო
დახვერტის წინააგმდეგი ვარ , მაგრამ რაც ამ ბიჭებმა ჩაიდინეს მოსაწინი ნამდვილად არ იყო , მათ სხვების სიცოცოხლე ჩააგდეს საფრთხეში და მსხვერპლიც იყო მეორე მხარეს და არაერთი, მათ კანონი დაარგვიეს , პატარა ამბავი არააა თვითმფრინავის გატაცება , მათ დანაშაული ჩაიდინეს,ახლა რომ ვინმემ მსგავსი რა გააკეთოს რომელიმე ქვეყანაში რა ტაშს დაუკრავენ?
22:03 / 08-09-2016
გამოხმაურება / 0 /
ზაზა
წლები გავა და ეს ახალგაზრდები ნაციონალურ გმირებად შეირაცხებიან, შეიძლება მათი სახელები სკოლებს და ქუჩებსაც შეარქვან. არ მესმის რატომ ხდება მათი გაფეტიშება და რატომ არ აქცევენ ყურადრებას მეორე მხარესაც, ეკიპაჟის წევრებს და მგზავრებს, რატომ გაიმეტეს ეს ხალხი სასიკვდილოდ? რატომ არ არის გმირი დაღუპული გამცილებელი და პილოტი? მათ ხომ თავისი სამსახური ბოლომდე ღირსეულად შეასრულეს? ყველამ კარგად იცის, რომ მათ თავისუფლად შეეძლოთ საზღვარგარეთ წასვლა. ალბათ იმიტომ , რომ ეს არის იმ ხალხის ფენა, ე.წ. ელიტა, რომლისთვისაც ყველაფერი ნებადართულია, რომელიც ყოველთვის მართალია და ყოველთვის ერგება ნებისმიერ ხელისუფლებას, წყობილებას , ალბათ ფილმსაც ამ ელიტის დაკვეთით იღებენ(ნებსით ან უნებლიეთ), რომ რამენაირად გაამართლონ მათი საქციელი. რაღათქმა უნდა მათი დახვრეტა არანაირ ადამიანურ სამართალში არ ჯდება, და რა შეიძლებოდა ეს,... არ ვიცი, მართლა აღარ ვიცი ესაა ჩვენი ისტორია? ასე იწერება საერთოდ ისტორია? და რაა საერთოდ ისტორია - სინამდვილე , თუ გააჩნია ვის როგორ აწყობას რაიმე მომხდარის ჩვენება?
13:24 / 08-09-2016
გამოხმაურება / 0 /
ლელა
პილიტო რომელიც დაიღუპა მას ორი პატარა შვილი დარჩა, მისი მეუღლე ჩემი შვილი მასწავლებელი იყო და მახსოვს რა განცდები ჰქონდა ამ ქალს. რატომ მეორე მხარეზე არაფერს წერთ, ყოველთვის რატომ ყოფენ ფენებად ადამიანებს?!
17:25 / 07-09-2016
გამოხმაურება / 0 /
ნიკო
როგორი პილიტიკური მოსაზრებებისაც არ უნდა ყოფილიყვნენ ეს ახალგაზრდები, ფაქტია, რომ როცა ხალხით სავსე თვითმფრინავის გაიტაცებ, ხარ ტერორისტი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. რათ უნდა ამას ბევრი გარჩევ-გამორჩევა?
18:04 / 06-09-2016
გამოხმაურება / 0 /
მირა
საინტერესოა, იქნება თუ არა ამ ფილმში კადრები იმ ხალხზე, ვინც ამ ადამიანების ხუშტურებს შეეწირა. თუ არ იქნება, ამ ფილმს ჩალის ფასიც არ ექნება.
18:00 / 06-09-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS