03 სექტემბერი, 2016
ჯინსების თაობაზე ფილმის გადაღება დაწყებულია -მთავარ როლს ქართველი „ალენ დელონი“ თამაშობს - ნახეთ, პირველი კადრები გადასაღები მოედნიდან
1983 წელს რვა ახალგაზრდამ საბჭოთა კავშირიდან გაქცევა დაგეგმა. მათი გეგმა არ იყო იდეალური, ბევრი რამ გათვლილი არ ჰქონდათ. ალბათ ამიტომაც შეეწირა მათ სურვილს რამდენიმე ადამიანი... 

რვა ახალგაზრდა, როგორც საქორწინო მაყრიონი, თვითმფრინავში ავიდნენ და გაიტაცეს.  

მათ სისტემიდან გაქცევა არ გამოუვიდათ... ქართული ინტელიგენციის დიდმა ნაწილმა გამტაცებელთა სიცოცხლის შენარჩუნების თხოვნით ხელწერილები შეაგროვა, თუმცა მათ მიმართ სასჯელის უმაღლესი ზომა გამოიყენეს.… მოგვიანებით მათ თაობას ჯინსების თაობა შეარქვეს.

რამდენიმე წლის წინ ამ ტრაგიკულ ამბავზე ფილმის გა
დაღება ორმა რეჟისორმა, ნიკოლოზ ხომასურიძემ და რეზო გიგინეიშვილმა, გადაწყვიტა.

ნიკოლოზ ხომასურიძემ ჯერჯერობით იდეის განხორციელება ვერ შეძლო. რეზო გიგინეიშვილი უკვე მუშაობს ფილმზე. 

ფილმში გეგა კობახიძის როლს ირაკლი კვირიკაძე ასრულებს, მის მეუღლეს კი თინა დალაქიშვილი თამაშობს.

ირაკლი ნინო ქორიძის და დათუნა კვირიკაძის შვილია, რომელსაც ქართველ „ალენ დელონს“ უწოდებენ.

თინა დალაქიშვილი კი ფართო მაყურებელმა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო. 

რეჟისორ რეზო გიგინეიშვილის ფილმს "მძევლები" ჰქვია და მისი დამთავრება 2017 წელს იგეგმება.

სოციალურ ქსელში უკვე გავრცელდა კადრები გადასაღები მოედნიდან.

RatingRatingRatingRatingRatingRatingRating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 45 /
რა სისულელეა...
მე აქ ვერ ვხედავ ალენ დელონს
16:48 / 13-06-2019
გამოხმაურება / 0 /
ერთიც
მიკვირს 2016-ში ზოგი შეფასების კომუნისტური სურნელი...დრო ყველაფერს ალაგებს და ეს დრო , ალბათ, ჯერ არ დამდგარა. სასოწარკვეთილი აქტი იყო იმ ჯგუფის, რომლებიც ეპოქას უსწრებდნენ მსოფლმხედველობით და შესაძლო შედეგები ვერ გათვალეს. ვგრძნობ, ეს კომენტარები ახალგაზრდებისაა, მე - იმ თაობის ვარ, როცა ეს მოხდა, ვიცი: თვითმფრინავში ყველა მოკლული სპეცრაზმელების ტყვიით იყო და ბრძანება - "მისი", რაც, სხვათაშორის, ჩვეული პოზით სიცოცხლის ბოლოს მოინანია
10:27 / 28-09-2016
გამოხმაურება / 0 /
matundodat uketesi momavali hkonodat rogorc yvelas magram ar gamouvidat
03:10 / 15-09-2016
გამოხმაურება / 0 /
ქართველი ამერიკაში
მე ამერიკაში ვცხოვრობ და იცოდეთ რომ არავინ არ გაამართლებს აქ თვითმფრინავის გატაცებას, ორი პილოტის და სტუარდესას სიკვდილს.(მესამე იმ დღის შემდეგ პარალიზებულია და თვითმფრინავის საჭეზე აღარ დამჯდარა) ასე რომ ამერიკის საელჩოს პირდაპირი მიზანი ის არის რომ ქვეყანაში სწორედ ესეთი ადამიანები არ შემოვიდნენ, ტყუილად გგონიათ რომ მათ ვინმე ამერიკაში დაუსჯელს დატოვებდა. დახვრეტა არა მაგრამ ამერიკული ციხე, ყველას გარანტირებული ჰქონდათ...ასეა ეს დაიჯერეთ! ან ვინმეს მაინც შეეკითხეთ ვინც აქ ცხოვრობს. ამ ტრაგედიას უამრავი თვითმხილველი ყავს და თუ ფილმს იღებ, სიმართლე უნდა გადაიღო მიუკერძოებლად.
19:06 / 14-09-2016
გამოხმაურება / 0 /
ნიცა
ფილმი ნებისმიერ თემაზე შეიძლება გადაიგო გმირებზეც და ტერორისტებზეც , მაგრამ მთავარია რა კუთხით აჩვენებ ამას, ისინი გმირები ნამდვილად არ იყვნენ, როგორც აქ წერენ ზოგიერთები, ისინი გათამამებული ახლაგზრდები იყვნენ რომლებსაც (ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეს მყოფებს) მოუნდათ სისულელის ჩადენა , ისე რომ შედეგებზე არ ფიქრობდნენ
00:45 / 14-09-2016
გამოხმაურება / 0 /
დარეჯანი
გამოაქვეყნეთ მათ გამო დაღუპული ადამიანების სია და მიხვდებიან რომ მათაც აქვთ გვარი და სახელი და ისინიც ადამიანები არიან.რომლებიც უდანაშაულოდ დაღუპეს. მათაც ჰყავტ ოჯახები და გულშემატკივარნი.
16:18 / 13-09-2016
გამოხმაურება / 0 /
სოფო
ეს ამბავი რომ მოხდა არც ისე პატარა ვიყავი,ამ გატაცებამდე 3 შემტხვევა მოხდა და წარმატებით,არავინ დაღუპულა,ეს ჩვენმა ,,დიდმა,,პოლიტიკოსმა ჩაატარა ოპერაცია,კაგებეს ჩინმენდლებიც დაიკიდა და მალე სკ-ის საგარეო საქმეთა მინისტადაც მოგვევლინა,იმ მღვდელის შვილს კი რომელმაც წლების შემდეგ დაიწყო გამოძიება,სადარბაზოსტან ესროლეს და ქვეყნიდან გააქციეს,და რა ვიცი კიდევ რამდენი რამ,ასე რომ ნუ განიკითხავთ,...
14:13 / 13-09-2016
გამოხმაურება / 0 /
ახალგაზდებს გმირებად ნუ წარმოვუდგენთ, თორემ შეიძლება კიდევ გაიმეოროს ვიღაცამ
იმ თვითმფრინავში ძალიან ლამაზი გოგო დაიღუპა სტიუარდესა, სულ რაღაც 22-23 წლის და კიდევ ბევრი სხვა, ამ საქციელს გამართლება არ აქვს, თუმცა ძალიან ძალიან მეცოდებიან სიკვდილისათვის და იმ სასჯელისათვის რაც მიიღეს.
05:25 / 13-09-2016
გამოხმაურება / 0 /
ელა
თავისუფლება ყველას უნდა მაგრამ არა სხვისი სისხლის ფასად. მტრის სისხლი უნდა დაღვარო და არა შენიანის და შენს დღეში მყოფის. რა დააშავეს იმ ხალხმა, თუნდაც იმ მფრინავმა ამათ ხუშტურებს რომ შეეწირნენ.
00:04 / 13-09-2016
გამოხმაურება / 0 /
ინნა
ბიჭიც და გოგოც ძალიან ლამაზები არიან
23:10 / 12-09-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS