01 სექტემბერი, 2016
ქართველი მილიონერების ქალიშვილების ტოპ ხუთეული
როდესაც მილიონერის ოჯახში იზრდები, საყოველთაო ინტერესი გარანტირებულია. მაგრამ წვეულებები და უცხო ადამიანების ყურადღება ყველას როდი იზიდავს.

ერთნი სიამოვნებით გვიზიარებენ სოციალური ქსელის მეშვეობით, თუ სად დაისვენეს, რა შეიძინეს, ზოგიერთი კი ამჯობინებს ჩრდილში ყოფნას.

დღეს მოგითხრობთ ცნობილი ქართველი მილიონერების ქალიშვილების შესახებ.

დღესდღეობით, ყველაზე ცნობილ, მდიდარ და სასურველ სარძლოდ შეიძლება კომპანია "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია"-ს დამფუძნებლის, ლევან ფხაკაძის ქალიშვილი - ანა მივიჩნიოთ.

Rating
22 წლის ანა ლამაზიცაა და ჭკვიანიც. მან მენეჯმენტი Gლიონ Iნსტიტუტე ოფ Hიგჰერ Eდუცატიონ-ში შეისწავლა, ბიზნესი და მარკეტინგი
Gეორგე ტოწნ Uნივერსიტყ-ში, ასევე სწავლობდა Bენტლეყ Uნივერსიტყ-ში და ბარსელონას უნივერსიტეტში. ამჟამად ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ხშირად ჩამოდის სამშობლოში. სხვათა შორის, ანას დედა, თეა დარსაძე, ასევე ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ულამაზესი ქართველი ქალი. ანა სიამოვნებით გვიზიარებს ინსტაგრამ-გვერდზე თუ სად ისვენებს და როგორ ცხოვრობს.

კიდევ ერთი მდიდარი ქართველი გოგონა - საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის ქალიშვილი - გვანცაა.

Rating

მას არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, არ დადის წვეულებებზე, არ ურთიერთობს ჟურნალისტებთან, ამიტომაც მასზე ინფორმაცია მწირია. 2012 წელს გვანცა მშობლებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა რეგიონს სტუმრობდა, "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში. სწორედ მაშინ გახდა ის საზოგადოებისთვის ცნობილი. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS