01 სექტემბერი, 2016
''არ მიყვარდა ზაფხულის დამთავრება, მაგრამ 1 სექტემბერი მაინც მიხაროდა''! - ცნობილი პოლიტიკოსი სკოლის წლებს იხსენებს
პოლიტიკოსი ალექსანდრე პეტრიაშვილი ბავშვობასა და პირველ სექტემბერს ფეისბუქზე იხსენებს. 

''არ მიყვარდა ზაფხულის დამთავრება, მაგრამ 1 სექტემბერი მაინც მიხაროდა! ძმაბიჭები და გარუჯულ/დასვენებული უმაგრესი კლასელი და სკოლელი გოგოები; ისტორიები, ნაღდი და ბევრი ფანტაზიანარევი, ზღვიდან, აგარაკებიდან თუ სოფლებიდან; მშობლიური 47/ სკოლის ბუფეტი და წიოწია ანიას და ზინას უნიკალური დუეტი;

დაბალ კლასებში 1 სექტემბერს ორი დავალება იყო: როგორ გავატარე ზაფხული და რა წიგნები წავიკითხეთ. მაგარი იყო. მოკლედ ჩემთვის 1 სექტემბერი სიახლის, სიყრმის, სილაღის და სიყვარულის თარიღია! სალამი 1 სექტემბერს!

ორი მოგონება სკოლის
არქივიდან, თუმცა ორი შენიშვნაც: 1. წიგნთან ასე დაძაბულადაც არ ვიყავი, როგორი გამომეტყველებაც მაქვს; 2. ჩემს უახლოეს მეგობარს პაპუნა შენგელაიას სკოლამდე დავუმეგობრდი, სკოლის დროს სიმაღლეშიც დავეწიე, მაგრამ წესიერებაში და გვერდში დგომაში მაინც დღემდე პირველია'', წერს ალექსანდრე პეტრიაშვილი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS