01 ოქტომბერი, 2013
გივი სიხარულიძის წინასწარ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა
თითქმის ყველა საიტი მოიარა გივი სიხარულიძის კომენტარმა, რომელიც ია ფარულავას მიერ ხატია ბუნიათიშვილთან გადაღებულ ფოტოს მოჰყვა საქართველოში ბოლო დროს მოდაში შემოვიდა ტყუილებით ხალხის აფორიაქება. კარგად გვახსოვს, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ როგორ გავრცელდა ჭორი, მომღერალი ბუბა კიკაბიძის გარდაიცვალებასთან დაკავშირებით. საიტები იუმორისტული სათაურით ნიუსებსაც დებდნენ: ''ბუბა კიკაბიძე საკუთარ გარდაცვალებას უარყოფს''...

მაშინ სოციალურ ქსელში ამ ფაქტს იუმორისტული სახე მიეცა, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრმა მომღერლის გარდაცვალება ნამდვილად დაიჯერა. რამდენიმე რუსული საიტი კი, თვეების განმავლობაში, ჯიუტად ამტკიცებდა, რომ კიკაბიძე ნამდვილად
გარდაიცვალა.

ვინ იხუმრა ბოროტად, ეს ინფორმაცია ბოლომდე უცნობი დარჩა, მაგრამ გარდაცვალებაზე ტყუილების სერია ბომბებმა შეცვალა. მას შემდეგ რაც მცირე გამონაკლისის გარდა თითქმის ყველა ტელევიზია ''დაბომბეს'', ბოროტ ხულიგნებს ახალი გასართობი გაუჩნდათ.

ორი დღის წინ, დილას ერთმა კოლეგამ დამირეკა და მკითხა, რამდენად მართალი იყო ჭორი მსახიობ და მწერალ გივი სიხარულიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია მალევე უარყვეს და საბედნიეროდ, ბატონი გივისთვის ამ თემაზე კომენტარი არავის უთხოვია.

ამ საკითხზე ჩვენც არაფერს დავწერდით, რომ არა ერთი ფაქტი. რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გივი სიხარულიძე დარეგისტრირდა. მის ნამდვილობაში ეჭვი თავიდანვე შევიტანე, მაგრამ მას შემდეგ რაც საერთო მეგობრებში მსახიობი ია ფარულავა აღმოვაჩინე ვიფიქრე, რომ შესაძლოა მსახიობი სოციალური ქსელით დაინტერესდა.

თითქმის ყველა საიტი მოიარა გივი სიხარულიძის კომენტარმა, რომელიც ია ფარულავას მიერ ხატია ბუნიათიშვილთან გადაღებულ ფოტოს მოჰყვა.

''რა მკერდი აქვს ამ გოგოს, ია, სიკვდილამდე გამაცანი'' - წერდა მსახიობი.
''გივი, არ ბერდები'' - სიხარულიძის კომენტარმა ია ფარულავა გაამხიარულა.
მაგრამ ასეთივე მხიარული არ ყოფილა ბატონი გივი, როდესაც ჭორი მისი გარდაცვალების შესახებ გაიგო.
''ავრცელებენ ჭორებს, რომ მე მოვკვდი. ხუმრობა ხუმრობად და თქვენი ხუმარა დედები მ...ნ'' - წერს მსახიობი საკუთარი ''ფეისბუქის'' გვერდზე.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 15 /
მავანი
ამ გივი სიხარულიძეს არ ჰქონია არც კომპიუტერი, არც სცოდნია საერთოდ კომპიუტერი რა ხილია და არც ფეისბუქის ექაუნთი ჰქონია, შესაბამისად! რით ვერ გაიგეთ ამ ჟურნალისტებმა, ხომ გამოაცხადა, რას ბჟუტურობთ!
01:39 / 19-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მახო
მიდი გივი შეირგე ეს ცხოვრება,ეხლა შენნაირების დროა.რაც მეტს მოასწრებ მეტი შეგრჩება.ეს კომენტარები კიდევ იმის მაჩვენებელია ხალხს შენი შურს და დაიკიდე,იმხიარულე და ჩვენც გაგვამხიარულეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე
18:46 / 13-10-2013
გამოხმაურება / 0 /
გივი
რას ერჩიტ ამ კაცს?ტვიტონ აღიარებს რომ ტრიპაჩია და ქალაქელი ტინგიცა.აბა კაცი ია ფარულავას მამობას რომ დაიბრალებს სხხვა რა უნდა იყოს?
18:41 / 13-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
რას ერჩით ამ კაცს? მისი საქმის პროფესიონალია,ამავე დროს მხიარულიც,კველამ მის საქმეს მიხედოს
15:39 / 13-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მმ
ბებერი ქარაქუცა
00:50 / 10-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS