01 ოქტომბერი, 2013
გივი სიხარულიძის წინასწარ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა
თითქმის ყველა საიტი მოიარა გივი სიხარულიძის კომენტარმა, რომელიც ია ფარულავას მიერ ხატია ბუნიათიშვილთან გადაღებულ ფოტოს მოჰყვა საქართველოში ბოლო დროს მოდაში შემოვიდა ტყუილებით ხალხის აფორიაქება. კარგად გვახსოვს, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ როგორ გავრცელდა ჭორი, მომღერალი ბუბა კიკაბიძის გარდაიცვალებასთან დაკავშირებით. საიტები იუმორისტული სათაურით ნიუსებსაც დებდნენ: ''ბუბა კიკაბიძე საკუთარ გარდაცვალებას უარყოფს''...

მაშინ სოციალურ ქსელში ამ ფაქტს იუმორისტული სახე მიეცა, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრმა მომღერლის გარდაცვალება ნამდვილად დაიჯერა. რამდენიმე რუსული საიტი კი, თვეების განმავლობაში, ჯიუტად ამტკიცებდა, რომ კიკაბიძე ნამდვილად
გარდაიცვალა.

ვინ იხუმრა ბოროტად, ეს ინფორმაცია ბოლომდე უცნობი დარჩა, მაგრამ გარდაცვალებაზე ტყუილების სერია ბომბებმა შეცვალა. მას შემდეგ რაც მცირე გამონაკლისის გარდა თითქმის ყველა ტელევიზია ''დაბომბეს'', ბოროტ ხულიგნებს ახალი გასართობი გაუჩნდათ.

ორი დღის წინ, დილას ერთმა კოლეგამ დამირეკა და მკითხა, რამდენად მართალი იყო ჭორი მსახიობ და მწერალ გივი სიხარულიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია მალევე უარყვეს და საბედნიეროდ, ბატონი გივისთვის ამ თემაზე კომენტარი არავის უთხოვია.

ამ საკითხზე ჩვენც არაფერს დავწერდით, რომ არა ერთი ფაქტი. რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გივი სიხარულიძე დარეგისტრირდა. მის ნამდვილობაში ეჭვი თავიდანვე შევიტანე, მაგრამ მას შემდეგ რაც საერთო მეგობრებში მსახიობი ია ფარულავა აღმოვაჩინე ვიფიქრე, რომ შესაძლოა მსახიობი სოციალური ქსელით დაინტერესდა.

თითქმის ყველა საიტი მოიარა გივი სიხარულიძის კომენტარმა, რომელიც ია ფარულავას მიერ ხატია ბუნიათიშვილთან გადაღებულ ფოტოს მოჰყვა.

''რა მკერდი აქვს ამ გოგოს, ია, სიკვდილამდე გამაცანი'' - წერდა მსახიობი.
''გივი, არ ბერდები'' - სიხარულიძის კომენტარმა ია ფარულავა გაამხიარულა.
მაგრამ ასეთივე მხიარული არ ყოფილა ბატონი გივი, როდესაც ჭორი მისი გარდაცვალების შესახებ გაიგო.
''ავრცელებენ ჭორებს, რომ მე მოვკვდი. ხუმრობა ხუმრობად და თქვენი ხუმარა დედები მ...ნ'' - წერს მსახიობი საკუთარი ''ფეისბუქის'' გვერდზე.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 15 /
თათი
არაკაცურად იცხოვრა მთელი ეს დრო, არაფერი ღირებული შინაგანად არ გააჩნია არც ღირსება აქვს და არც ნამუსი! ნაგავი ცოლის ღალატი საამაყოა?! თან შეგვჭამა საზოგადოება ჩუმად ჩაამთავროს ეს ბინძური სიცოცხლე
13:35 / 03-10-2013
გამოხმაურება / 0 /
არ აქვს გივის facebook
არ აქვს გივის ფეისბუქი, ალბათ 10-მდე გვერდია გივის სახელით გახსნილი, ნახეთ და დარწმუნდებით...
15:26 / 02-10-2013
გამოხმაურება / 0 /
გივია ნუ ტინგიცებ რა,აღარ გიხდება,თანაც ია ფარულავას დედა თუ მოკვდა ხომ არის ამ ქვეყნად ხალხი,რომლებმაც ძალიან კარგად იციან,თუნდაც მე შენი პოტენციური შესაძლებლობები და როგორც აბუქებ ისეთი არაფერი ხარ,ერთი სიტყვით მკვეხარა მამალი და ცარიელი ქვევრი იყავი ჯერ კიდევ ადრე და ახლა ხომ წარმომიდგენია რაც ინები,ისე ,რატომ დაგავიწყდა შენი ოცდახუთ სანდიმეტრიანი მითი ,ფეხზე დაყენებული ,მხოლოდ 14 სანდიმეტრი რომ ძლივს იყო,ცრუქაქუნა ხარ იცოდეს ყველამ,ესაა ენა რომ არ გქონდეს მუნჯი იქნებოდი,მეც მაგ ენამ შემაცდინა წლებს წინად და ლოგინში ჩაგორებულ მორგვს გადავეყარე,გახსოვს ალბათ
07:08 / 02-10-2013
გამოხმაურება / 0 /
სეროჟა
ბოლო-ბოლო გივიმ დადო ეს კომენტარი თუ არა?გასაგებად ვერ იტყვიტ?....
18:11 / 01-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ჰაიდი
ფუ, რა ამაზრზენი და გარყვნილი კაცია
17:01 / 01-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS