ივანა ერთი პერიოდი ტელეკომპანია „პიკის“ ჟურნალისტი იყო. მისი სახელი სკანდალში კიდევ ერთხელ მაშინ გაეხვია, როცა ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა 982 ლარად ღირებული სამკაული აჩუქა.
ივანა ამბობს, რომ უყვარს
გასულ კვირას „პროფილში“ ივანამ ისაუბრა, რომ ქართველ ხელოვანზეა შეყვარებული, რომელიც ერთ-ერთ კლუბში გაიცნო. მართალია, შეყვარებულის ვინაობა არ გაამხილა, მაგრამ ჟურნალისტებისთვის დიდხანს საიდუმლოდ არ დარჩენილა მისი ვინაობა.
მომღერლის რჩეული „ქუჩის ბიჭების“ წევრი გურამიკო ლომიძეა, რომელმაც საკუთარ „ფეისბუქზე“ მომღერალთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. მომღერალი ''პრაიმ ტაიმთან'' მიცემულ ინტერვიუში ადასტურებს, რომ შეყვარებულია და რომ ასეთი შეყვარებული არასდროს ყოფილა. ასე რომ, სულ მალე შეიძლება, ქართულ-უკრაინული ქორწილი ვიხილოთ.
სალომე დადიანი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის