30 სექტემბერი, 2013
ივანა მელაის და გურამიკო ლომიძეს ერთმანეთი შეუყვარდათ
მალე შეიძლება, ქართულ-უკრაინული ქორწილი ვიხილოთ უკრაინელ მომღერალ ივანა მელაის, რომ იტყვიან, ბედმა ძალიან გაუღიმა. რამდენიმე წლის წინ საქართველოში ჩამოვიდა. მართალია, მის ოჯახს პრობლემები აქვს, მამამისს ინტერპოლი ეძებს, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტი დაეხმარა და ივანა მელაის მამას საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა, რის შემდეგაც უკვე მთელი ოჯახი საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად.

ივანა ერთი პერიოდი ტელეკომპანია „პიკის“ ჟურნალისტი იყო. მისი სახელი სკანდალში კიდევ ერთხელ მაშინ გაეხვია, როცა ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა 982 ლარად ღირებული სამკაული აჩუქა.

ივანა ამბობს, რომ უყვარს
საჩუქრები და ძვირად ღირებული სამკაულების მიღებაში ცუდს ვერაფერს ხედავს... რამდენიმე წლის წინ ნოდიკო ტატიშვილსა და დათუნა მგელაძესთან ერთად ნამღერმა სიმღერამ „დედა, მაპატიე, ქართველი მიყვარს“, როგორც ჩანს, წინასწარმეტყველური ფუნქცია შეასრულა მის ცხოვრებაში.

გასულ კვირას „პროფილში“ ივანამ ისაუბრა, რომ ქართველ ხელოვანზეა შეყვარებული, რომელიც ერთ-ერთ კლუბში გაიცნო. მართალია, შეყვარებულის ვინაობა არ გაამხილა, მაგრამ ჟურნალისტებისთვის დიდხანს საიდუმლოდ არ დარჩენილა მისი ვინაობა.

მომღერლის რჩეული „ქუჩის ბიჭების“ წევრი გურამიკო ლომიძეა, რომელმაც საკუთარ „ფეისბუქზე“ მომღერალთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. მომღერალი ''პრაიმ ტაიმთან'' მიცემულ ინტერვიუში ადასტურებს, რომ შეყვარებულია და რომ ასეთი შეყვარებული არასდროს ყოფილა. ასე რომ, სულ მალე შეიძლება, ქართულ-უკრაინული ქორწილი ვიხილოთ.

სალომე დადიანი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის





FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 18 /
ლელა
ეხლა რძალიც "ივანიკო" გახდება გურამიკოს მსგავსად?
16:02 / 01-10-2013
გამოხმაურება / 0 /
გოგა
მიშას ჰარამში ბევრი ლამაზი ქალია. მიდით გოიმებო და გაასაღეთ.
16:00 / 01-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ტადეოზი
რაღა გვიჭირს ქართველებს, ეს ბოზანდარაც თუ რძალი გახდა ბორჯომელების. რა ქნას ამ პროვინციელმა ბიჭმა, დაინახა სლავი ქალი და გაგიჟდა მთლად.
15:58 / 01-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ლექსო
რა შურიანი ხალხი ხართ :)))))
13:02 / 01-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
დარჩა კიდევ ვინმე?
11:19 / 01-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნიდა
მეც არ გამიკვირდა, ნეტა ვინ შეუყვარდა-თქო?!. "გურამიკო" ყოფილა, უკვე არ მიკვირს. ამხელა კაცი და გურამიკო რა ამაზრზენია.
10:01 / 01-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ვაი შენს პატრონს
ასე რამ დაგაბეჩავათ, რომ ყველასგან ნათრევ და დაწუნებულებს თქვენ ასაღებთ.
10:00 / 01-10-2013
გამოხმაურება / 0 /
სონა ბებოოოო
მიდით ქართველებო..აბა,სხვის ნათრევ ქალებს გასაღება არ უნდა?
09:41 / 01-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS