30 აგვისტო, 2016
შვილის ქორწილში ირაკლი ალასანია ჯონ ტრავოლტად გადაიქცა (+ ფოტოები)
ნათია ფანჯიკიძე ფეისბუქზე შვილის, ნიკოლოზ ალასანიას ქორწილში მომხდარ ამბებს ფეისბუქზე იხსენებს:

''ჩვენ ქორწილი არ გვქონია, თბილისის ომის დროს "შევკარით პირობა" და მამებმა, არგაგონილი საშინელება ხდება, ხალხი ტირის, ვერ ვიზეიმებთო.

მერე სულ გვინდოდა, რომელიმე მრგვალი ან ნახევრადმრგვალი თარიღის ქორწილად ქცევა, მაგრამ არ შეწყდა ტირილი ქვეყანაში და თავადაც ყოველი სატირალი მოვლენის შუაგულში აღმოვჩნდებოდით ხოლმე.

მგონი ამიტომაც, ნიკოს ქორწილში ირაკლი გადაიქცა ჯონ ტრავოლტად, მაგის ამდენი ცეკვა და ჰიპ-ჰოპის მოცეკვავესავით ზურგზე დატრიალება და ყიფლიბანდზე ბრუნების კეთება პირველად ვნახეთ ტოლ-მეგობრებმა.

ღვინოც საუფროსო იყო, თბილღვინოს წარმოების და ირაკლიმ და მისმა ძმაკაცებმაც მთლად დაკარგეს სიტუაციის აღქმა, ჩააჩოჩეს "დიჯეი" და "ბენდი", ქალაქის სხვა კიდიდან აშუღები მოიძიეს და მათთან ერთად დარბოდნენ სცენიდან "პარტერში", ბოლოს ნიკო მიმტანებთან ერთად იყო კედელს მიყუდებული და მამის შესრულებულ "სატრფიალოს" მოთმინებით ისმენდა.

ბავშვობაში ვერ ვხვდებოდი, 40-ს გადაცილებულ ხალხს რა ახარებდა, არადა თურმე რა მაგარი ასაკია, შვილები რომ ქორწინდებიან. მარიამობას ბუკას შვილიც გათხოვდა. ასეთი ტემპით თუ გაგრძელდა, როგორც რაჭაში იტყვიან, მთელი სამეგობრო გავსუნელდებით.''


RatingRatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
მოხევე
უზარმაზარ პატივს გცემთ, ბატონო ირაკლი.... წარმატებები.....
08:09 / 03-09-2016
გამოხმაურება / 0 /
ირ ინა
ღმერთმა ბედნიერები გამყოფოთ შვილებთნ ერთად,იხარეთ და იმრავლეთ.ბოღმიან ხალხას რა გამოლევს,ყურადღებას ნუ მიაქცევთ.
02:53 / 31-08-2016
გამოხმაურება / 0 /
-
თუ ქორწილზე საუბრობ-ისაუბრე დსა პოლიტიკანობას შეეშვი. შEნ რომ ქორწილი არ გქონია, ამას ხალხს ნუ ამადლი, სამაგიეროდ მერე გადაიმხეთ თავზე ყველაფერი
14:45 / 30-08-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS