29 აგვისტო, 2016
''ჯერ მკვდარი არ არის, მაგრამ ყოველდღე კლავენ. იქიდან ცოცხალი ვერ გამოვა''
მას შემდეგ რაც ''ცენტრ პოინტის'' დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი და მისი შვილი გუკა რჩეულიშვილი დაიჭირეს,  ვახტანგ რჩეულიშვილი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს სტატუსებს,  თუ როგორ ენატრება მეუღლე და შვილი.

ამჯერად პატიმრობაში მყოფ მეუღლის მაია რჩეულიშვილის შესახებ ვახტანგ რჩეულშვილმა გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ისაუბრა.

"ჯერ მკვდარი არ არის, მაგრამ ყოველდღე კლავენ. იქიდან ცოცხალი ვერ გამოვა, გადატანილი აქვს ინფაქტი, კუჭ-ნაწლავიც დაავადებული აქვს. ტანსაცმლს თვითონ რეცხავს, ვერ მივაღწიეთ იმას, რომ გარედან რაღაცეები შევუგზავნოთ.

კვირაში ერთხელ ვხვდები, ძეხვისა და თხილის მიტანა გვთხოვა, მაგრამ ესეც
არ შეგვატანინეს, მხოლოდ მათ მაღაზიაში მათივე ნაწარმი უნდა შეიძინოს.

60 წლის ქალს წინასწარ პატიმრობაში რატომ ამყოფებენ, ჯერ სასამართლომ დაადგინოს მისი დანაშაული. რაღაც თუ არ შეიცვალა, მაია მომიკვდება.

რადგან ცოცხალია, იმას არ ნიშნავს, რომ კარგად არის. 2008 წლის კრიზისის შემდეგ მთელ მსოფლიოში სამშენებლო კომპანიებს უზარმაზარი დახმარება გაეწიათ,

ხოლო ჩვენმა ხელისუფლებამ კუბოზე ზემოდან ახალი ლურსმანი დააჭედა. ყველა ამ პატარა გოგოს წინააღმდეგ გაერთიანდა, ჯერ წინა ხელისუფლების დროს დაიწყეს ძარცვა, ახლა ამათ ციხეში ჩასვეს.

დიდი სიამოვნებით მოვიკლავდი თავს, მაგრამ შვილიშვილი გვყავს-კატო, მამამისი გუკაც დაჭერილია, ამიტომ მარტო ვერ დავტოვებ...", აღნიშნა ვახტანგმა ''ასავალ დასავალთან'' საუბრისას.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 17 /
მარიამი
მხოლოდ ღმერთია ყველას მშველელი,კარგად უნდა დაფიქრდნენ თავიანთ ცხოვრებაზე,გაანალიზონ,ცოდვები მოინანიონ,შეძლებიდაგვარად დაეხმარონ გაჭირვებულებს,რომლებიც პიდაპირ,თუ არაპიდაპირ მათი მეშვეობით დაზიანდნენ,სთხოვონ ღმერთს შველა და მიენდონ მას.წმიდა წერილში ნათქვამია:"მას ესვიდა ჩემი გული და შეწევნულ იქმნა".ამინ.
11:58 / 03-09-2016
გამოხმაურება / 0 /
manana
შე არაკაცო! რაღატომ უშლი ხალხს ნერვებს? დადუმდი მაინც!
12:09 / 31-08-2016
გამოხმაურება / 0 /
მანანა
თაღლითების ოჯახმა რამდენი ადამიანი გააუბედურეთ ამაზე არ გიფიქრია????
12:07 / 31-08-2016
გამოხმაურება / 0 /
manana
შე თაღლითო კიდევ ვინმეს თუ ჯერა ნეტა შენი ნიანგის ცრემლების????
12:05 / 31-08-2016
გამოხმაურება / 0 /
ნუკა
მერედა გაგეყიდათ თქვენი ლამაზი სახლ-კარი, გეცხოვრათ სხვა ადამიანებივით და გაგესტუმრებინათ ცოტა მაინც ეგ ვალები, მარა თქვენ პირიქით საჯარად გამოგქონდათ ტქვენი ლამაზი ცხოვრება ხალხის გასაღიზიანებლად და კი მიიღეთ ის რის ღირსებიც იყავით.
11:37 / 31-08-2016
გამოხმაურება / 0 /
რავიცი ნუ გამლანძღავთ მაინც კაიი
მე მეცოდება განა იმიტომ რომ რამეში მართალია არა იმდენი ადამიანი გააუბედურა რომ დამნაშავეა მაგრამ ამასაც ააახიეს და იმიტომ გაიჭედა და წმინდა დამიანურად მეცოდება.მხოლოდ მაია ეგ კაცები არაა სულ მაის შეაწმინდეს ხელები
01:10 / 31-08-2016
გამოხმაურება / 0 /
ნათია -.
ძალიან მეცოდებით ბატონო ვახტანგ, წარმოდგენილი მაქვს რას განიცდით, რადგან მე წარმოუდგენლად საშინელი უბედურება გადამხდა თავს, სამი წლის ვიყავი მე და წლინახევრის ჩემი და, სულ უპატრონოდ დავრჩით. დედაჩემი დააპატიმრეს, მამა ომში იყო და ჩვენ ხელი ხელ ჩაკიდებულები დავდიოდით მეზობლებთან, რომლებიც ჩემს ბებიას[დედის დედას]ეძებდნენ. მიაგნეს, მაგრამ უარი თქვა ჩვენ გაზრდაზე და შემდეგ შეატყობინეს მამის დედას, რომელიც ჩამოვიდა სოფლიდან და წაგვიყვანა. ბებია უაღრესად კეთილშობილი, ღმერთივით ქალი იყო და არაფერს გვაკლებდა, მაგრამ მე მაკლდა გზა, რომელზედაც უნდა დავმდგარიყავი. დიდხანს ვოცნებობდი ამ გზაზე, და რა მინდა გითხრათ, ბებია დედაჩემის სახელს არ ახსენებდა, უკვე მოზრდილ გოგოს ამიხსნა, ის დამნაშავეა შვილო, მან მიითვისა ის რაც მისი არ იყო. არ იფიქრა თქვენზე, სახელზე, მეუღლეზე, ყველანი ტალახში ამოგვსვარა. არ გინდათ, ნუ ახსენებთ მის სახელს. ასე გავატარე ცხოვრება მის ჩამოსვლამდე, მერე ყველამ თავი მოვიყარეთ და დავიწყეთ ერთად ცხოვრება, მაგრამ მე აღარ ვიყავი ის ვინც უნდა ვყოფილიყავი, სხვა ცოვრება მელოდა ბატონო ვახტანგ, ძალიან ნიჭიერი გოგო ვიყავი და ამას მხოლოდ ჩემი მასწავლებლები განიცდიდნენ, ქალმა ძალიან ბევრი რანე უნდა განჭვრიტოს, დედა იმხელა სიმძიმის მტარებელია, თუ არ შეუძლია ეს ტვირთი ზიდოდს არ უნდა გათხოვდეს. მარტო თქვენი ცოლია ცოდო? ხალხი არ გეცოდებათ, ბატონო ვახტანგ?თქვენი ქონება ხომ არ დააკმაყოფილებს ხალხს. ადამიანის სიყვარულის გარეშე ჩვენ ცხოვრებას ცხოვრება არ ქვია. ყველას ტკივილი უნდა გეტკინოს, მარტო შენი ტკივილი არავისთვის არ არის შვება. მეცოდებით, მაგრამ თუ დაიმსახურა?
01:05 / 31-08-2016
გამოხმაურება / 0 /
ლია
მე რა დავაშავე,ძეხვს 3 წელი ვერ ვჭამ კუჭ-ნაწლავის პრობლემის გამო და შენს ცოლს რომ ჰქონოდა ეს პრობლემა ძეხვს არ მოგთხოვდა და კიდევ ემიგრაციაში ვარ 14 წელი და ჩემთვის ეს ციხეა ,რა მოხდა შენმა ცოლმაც ხეხოს ცოტა,მე სულ არაფერი დამიშავებია თქვენგან განსხვავებით.
23:46 / 30-08-2016
გამოხმაურება / 0 /
მანანა
და ჩვენ რა დავაშავეთ, თქვენი თაღლითობის მსხვერპლი რომ გავხდით? დღესაც მკლავს ყოველდღე თქვენი უსინდისობა და გაუმაძღრობა. თქვენ ჯოჯოხეთი გეკუთვნით
15:22 / 30-08-2016
გამოხმაურება / 0 /
კოსტა
2008 წელს მესიჯს მესიჯზე რო აგზავნიდით ომი და კრიზისი ჩვენზე არ მოქმედებსო, გონიათ დაგვავიწყდათ,ხალხს რომ აბრიყვებდით და უკვე განწირულ კომპანიას უპრობლემოდ ძლიერად ასაღებდით ფულის დსსაცანცლად, გვახსოვს ჯერ კიდევ, მაგრამ თქვენს უტიფრობას ზღვარი არ აქვს და ხალხსაც იმიტომ ეზიზღებით.
12:33 / 30-08-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS