29 აგვისტო, 2016
''ჯერ მკვდარი არ არის, მაგრამ ყოველდღე კლავენ. იქიდან ცოცხალი ვერ გამოვა''
მას შემდეგ რაც ''ცენტრ პოინტის'' დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი და მისი შვილი გუკა რჩეულიშვილი დაიჭირეს,  ვახტანგ რჩეულიშვილი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს სტატუსებს,  თუ როგორ ენატრება მეუღლე და შვილი.

ამჯერად პატიმრობაში მყოფ მეუღლის მაია რჩეულიშვილის შესახებ ვახტანგ რჩეულშვილმა გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ისაუბრა.

"ჯერ მკვდარი არ არის, მაგრამ ყოველდღე კლავენ. იქიდან ცოცხალი ვერ გამოვა, გადატანილი აქვს ინფაქტი, კუჭ-ნაწლავიც დაავადებული აქვს. ტანსაცმლს თვითონ რეცხავს, ვერ მივაღწიეთ იმას, რომ გარედან რაღაცეები შევუგზავნოთ.

კვირაში ერთხელ ვხვდები, ძეხვისა და თხილის მიტანა გვთხოვა, მაგრამ ესეც
არ შეგვატანინეს, მხოლოდ მათ მაღაზიაში მათივე ნაწარმი უნდა შეიძინოს.

60 წლის ქალს წინასწარ პატიმრობაში რატომ ამყოფებენ, ჯერ სასამართლომ დაადგინოს მისი დანაშაული. რაღაც თუ არ შეიცვალა, მაია მომიკვდება.

რადგან ცოცხალია, იმას არ ნიშნავს, რომ კარგად არის. 2008 წლის კრიზისის შემდეგ მთელ მსოფლიოში სამშენებლო კომპანიებს უზარმაზარი დახმარება გაეწიათ,

ხოლო ჩვენმა ხელისუფლებამ კუბოზე ზემოდან ახალი ლურსმანი დააჭედა. ყველა ამ პატარა გოგოს წინააღმდეგ გაერთიანდა, ჯერ წინა ხელისუფლების დროს დაიწყეს ძარცვა, ახლა ამათ ციხეში ჩასვეს.

დიდი სიამოვნებით მოვიკლავდი თავს, მაგრამ შვილიშვილი გვყავს-კატო, მამამისი გუკაც დაჭერილია, ამიტომ მარტო ვერ დავტოვებ...", აღნიშნა ვახტანგმა ''ასავალ დასავალთან'' საუბრისას.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 17 /
მანანა
არ ჯობია გამოუშვან და ყველას ვალი დააფარინონ
12:04 / 30-08-2016
გამოხმაურება / 0 /
მაკო
რაგა გახდა ასეტი რო ვეგარც მიუსაჯეს და მარტლაც ცოცხლად კლავენ... ამაზე უარესი ტაგლიტები და გაიზვერები დატარესჰობენ იმატ ვერ იცჰერენ. ამ ადამიანს ქონება მაინც აქ და გაისტუმრებს დაზარალებულ ხალხს . ქალია ხალხო და შესაცოდია კი ცუდი ფაკტია ზალიან კველამ თავი ცვენი ტთავი წარმოვიდგინოდ სჰეგვაქ ტანხა და არაფერი ჰაერში ვარტ მაგრამ გამოსავალს მოზებნიან რჩეულიშვილები არ დასვავენ ციხესჰი მაიას უბრალოდ აქ ცუდი პოლიტიკური ამბებია....არა რა საქართველოში არასდროს დალაგდება ცხოვრება....
02:46 / 30-08-2016
გამოხმაურება / 0 /
გიორგის
საოცარი ლოგიკა გაქვთ:)))) მკვდარიც ვერ გაცოცხლდება, მაშინ მკვლელებსაც ნუ დავიჭერთ.
22:24 / 29-08-2016
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
როგორი გაბოროტებულია ხალხი! რაციონალიზმის შეგრძნება აქვს დაკარგული! დაიჭირეს, მერე რა?! დაიბრუნებენ დაკარგულს? რაღაც არ მგონია.
20:38 / 29-08-2016
გამოხმაურება / 0 /
მარინა
არავის თქვენ არ ეცოდებიტ-პირიქით აღიზიანებთ ხალხს!თაღლითებო!
20:22 / 29-08-2016
გამოხმაურება / 0 /
მაია
ხელისუფლებებს, რომ აბრალებენ თავის ნამოქმედარს,ეს კიდევ უფრო ამაზრზენია! რამდენი ადამიანი შეეწირა მათ ბანდიტობას!!!!
17:43 / 29-08-2016
გამოხმაურება / 0 /
გიო
უნდა მოახერხო რო არავის ეცოდეობეთ! და ეს გამოგივიდათ!
14:33 / 29-08-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS