29 სექტემბერი, 2013
ტარიელ სუარისა და ირაკლი კუტალაძის უეცარი აღზევება
დღეს ბავშვსაც რომ ჰკითხოთ ვინ არიან კუტალაძე და სუარი დაწვრილებით მოგიყვებათ ამ ორი მამაკაცის შესახებ, მაგრამ რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, თავად ძალიან უკვრით საზოგადოების ყურადღება რითი დაიმსახურეს რამდენიმე თვის წინ მათ არავინ იცნობდა, მაგრამ მას შემდეგ რაც საქართველოში ყველაზე პოპულარული ქალბატონები მოხიბლეს, დღეს ყველა მათზე ლაპარაკობს. ტარიელ სუარი გერმანიაში ცხოვრობდა და აღიარებული გიტარისტი გახლდათ. ირაკლი კუტალაძე - მოსკოვში და ყოფილი წყალბურთელი საკუთარ ბარს წარმატებით ამუშავებდა.

ორივეს დაოჯახება სკანდალური აღმოჩნდა. კუტალაძის შემთხვევაში ყველას გაუკვირდა, როგორ
მოხიბლა საქართველოში ერთ-ერთი სასურველი საპატარძლო ნინი ბადურაშვილი. უცებ დაქორწინდნენ და მალევე დაშორდნენ.

მართალია, ია ფარულავა რამდენჯერმე უკვე გახლდათ დაოჯახებული, მაგრამ მის ცხოვრებაში საქართველოში უცნობი ტარიელ სუარის გამოჩენა ყველას გაუკვირდა. მათ რომანს თავიდან არასერიოზულად აღიქვამდნენ. ფიქრობდნენ, რომ ესეც ეპატაჟური იას მორიგი პიარსვლის ნაწილი იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ტარიელმა იას ფილარმონიის სცენაზე რამდენიმე ათასი ადამიანის თვალწინ სთხოვა ხელი და იაც დათანხმდა. იმ ღამეს წყვილის სიყვარულის ისტორია ჯვრისწერით გაგრძელდა. ტარიელს კონცერტები აქვს, ამიტომ პატარძალი დროებით მარტო დატოვა და გერმანიაში გაემგზავრა.

დღეს ბავშვსაც რომ ჰკითხოთ ვინ არიან კუტალაძე და სუარი დაწვრილებით მოგიყვებათ ამ ორი მამაკაცის შესახებ, მაგრამ რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, თავად ძალიან უკვრით საზოგადოების ყურადღება რითი დაიმსახურეს.

არ ვიცი, რას ფიქრობდა ირაკლი კუტალაძე როდესაც ერთ-ერთ ჟურნალს ცნობილი ინტერვიუ მისცა, მაგრამ ფაქტია, რომ მეორე დღეს მთელი საქართველო მასზე საუბრობდა. კუტალაძის საგა დღემდე გრძელდება და პრესა თუ ინტერნეტსაიტები მის შესახებ მუდმივად ავრცელებენ ახალ ინფორმაციას. როდის ჩამოვა თბილისში შვილის სანახავად, რატომ აღარ აკეთებს კომენტარს ყოფილ მეუღლეზე - ეს კითხვები ყვითელი პრესისთვის მოურჩენელ იარად იქცა, მაგრამ ირაკლი დუმს...

უფრო მეტიც, ჟურნალისტებს აღარ ეკონტაქტება, მაგრამ სოციალურ ქსელში ყვითელი ჟურნალისტიკის თითქმის ყველა წარმომადგენელი ჰყავს დამეგობრებული. მის ყველა პოსტს ჩასაფერებულ ჟურნალისტებს კი მხოლოდ საკუთარი კლუბის შესახებ სიახლეებს აცნობს, მაგრამ არავის ეზარება, თუნდაც აქედან რაიმე აბსურდული სათაურით მასალა გააკეთონ. მასალა, რომელსაც უამრავი მკითხველი ჰყავს.

კუტალაძისგან განსხვავებით ზედმეტად ემოციური აღმოჩნდა იას მეუღლე ტარიელ სუარი. როგორც ჩანს, ამ სახით მოპოვებული პოპულარობა არ მოეწონა და ჟურნალისტებზე გაბრაზდა. არადა არავინ უარყოფდა მისი როგორც მუსიკოსის, ნიჭს, მაგრამ როდესაც ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ქალბატონზე ქორწინდები, იმისთვისაც უნდა იყო მზად რომ პრესა შენით ზედმეტად დაინტერესდება.

ჯვრისწერიდან ორ დღეში, სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული სუარის პოსტები ინტერნეტსაიტებისთვის საინტერესო გახდა. მისი პოსტი პიტალო და ნამდვილი კაცის სახესხვაობებზე სხვა და სხვა სათაურებით ყველამ აიტაცა. ამით გაღიზიანებულმა ტარიელმა „ალილუია, ალილუია, ალილუია“ დაწერა და ჟურნალისტებს ამის განიუსება მოსთხოვა.

რა თქმა უნდა მისი ლოცვა არავინ შეისმინა და არც შემდეგ სტატუსზე დაწერეს ნიუსი, რომელიც სოციალურ თემას ეხებოდა. პრესისთვის ახალშეძენილი სიძე, ბოლოს ისე გაგვიბრაზდა, რომ სოციალურ ქსელში სახელი და გვარი გადაიკეთა, სურათი წაშალა და ახალი მეგობრების დამატებაზეც უარი თქვა.

ტარიელი ყვითელმა ჟურნალისტიკამ დაკარგა, ირაკლი კუტალაძე კი საკუთარი კლუბის პიარით მაინც გვიხარებს გულებს.

ქეთი მელაძე
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 26 /
ირმა
სხვათაშორის ჯვრისწერისას გვირგვინებით თავზე მოძღვარი რომ აკურთხებს, აი იმ სურათში იას აქვს ძალიან შეშინებული და არაბედნიერი სახე.ღმერთმა შეუნდოს ყველას თუ ეს ქორწინება ბრბოს დასანახად შედგა და მამაოც თუ ცოდვაში ჩააგდეს.ყველა ქალი ცოდვაა მარტოობისთვის მაგრამ ასეთი მკრეხელობა საშიშია.ია ღმერთმა ქნას ნამდვილი ქართული ოჯახი გქონოდეს.
19:14 / 30-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მარადონა
მეც არ გამიკვირდა ეს გმირი ტარიელი 9 წლით უმცროსი ბიჭუნა ყურებამდე იაკოზე შეყვარებულია თუ..... უჭირს კაცს.....და რა ქნას
19:08 / 30-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ტიკო
ცოლმა სახლიდან გააგდო და სადგურ-სადგურ ეძინა.17 წლის ბავშვს უხსნიდა სიყვარულს(გვარს არ დავწერ)ეგ პედიპილი,გოგოს მსჰობლებმა რომ გაიგეს,გაგიჟდნენ.ეს მასშინ,როცა ჯერ კიდევ ცოლტან ცხოვრობდა.მაგის"საგმირო "საქმეებს მაგისი ცოლის ინტერვიუდან გაგებთ მალე
18:20 / 30-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათიკო
სასამართლოო????ბავშვიო....???გაცილებული თუ არ არის ცოლთან მამაომ ჯვარი როგორ დაწერა.ასეთი მკრეხელობაც თუ იკადრეს...რავიცი
16:35 / 30-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ალფონს
ნეტა გერმანიაში გასამგზავრებელი ბილეთის იამ ხომ არ აუღო????ამბობენ გაღლეტილიაო მუსიკოსიი ცარიელ-ტარიელიაო და მდიდარ უფროს ქალს ეძებდაოოოო.შეიზლება ტყუილი და ბოროტი ენებია,მაგრამ ....რავიცი
15:00 / 30-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ტიკო
რა კონცერტი,24.09.სასამარტლო კონდა,კანონიერსჰვილს ალიმენტს არ უხდის და სპეციალურად სოციალურ დახმარებას იგებს,რა ცნობილი მუსიკოსი,ერტ მუსიკალურ სკოლასჰი ასწავლიდა და იკიდანაც გამოაგდეს,ბავშვებს სცემდა.ეხლა პარულავა დაითრია,რომსადმე გამოსჰენილიყო.
13:26 / 30-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მუხა
ნინი ლამაზია, ახალგაზრდაა პერპექტივა წინა აქვს.მაგრამ აი ეს პატარა ია "ქმრიანი" უქმროდ რავარი საქმეა.
09:50 / 30-09-2013
გამოხმაურება / 0 /
გოიმობა!!!
თქვენი გათხოვებით რომ ახარბებთ სხვებს, სწორედ მაგიტომ ხართ ქაჯები და გოიმები! რაც გინდათ ის გიქნიათ, თუ გინდათ ასჯერ გათხოვილხართ, მაგრამ თქვენ თვითონვე გიკვირთ ყველაფერი!!!! ამიტომ სულაც არაა გასაკვირი, რომ ზოგჯერ ეგეთ გათხოვებას, გაუთხოვრობა ჯობია! არც ეგაა ტრაგედია! რა ყველაფერი აქ გიკვირთ? უნახავებო!!!!
21:32 / 29-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ვასიკო
ნანა მართალი ხარ, მე ვერ გავთხოვდი ამ ხნის კაცი და ვიბოღმები ფარულვაზე რომ პატალა ბიწიკო ცაიგდო ხელში.....ვავვავავავ..სასაცილოაააა
16:11 / 29-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა-ს
აი ვინ მერამდენენ თხივბ=დება არავის საქმე არაა მე მეორედ ვარ გათხოვილი და ძლივს ნორმალურ ოჯახს ვეღირსე,ნივთი არ ვარ და ტუ ესეჩ უვარგისი,ნარკომანი,და უსაქმური გახდება ამასაც გავცულდები და თუ მომინდა კიდევ გავტხოვდები,არავის საკმე არაა და ამაზე ისეNი იბოგმება ვინც საერთოდ ვერ თხოვდება,ეგ ჩვენი ბრალი არაა
16:01 / 29-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS