29 სექტემბერი, 2013
ტარიელ სუარისა და ირაკლი კუტალაძის უეცარი აღზევება
დღეს ბავშვსაც რომ ჰკითხოთ ვინ არიან კუტალაძე და სუარი დაწვრილებით მოგიყვებათ ამ ორი მამაკაცის შესახებ, მაგრამ რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, თავად ძალიან უკვრით საზოგადოების ყურადღება რითი დაიმსახურეს რამდენიმე თვის წინ მათ არავინ იცნობდა, მაგრამ მას შემდეგ რაც საქართველოში ყველაზე პოპულარული ქალბატონები მოხიბლეს, დღეს ყველა მათზე ლაპარაკობს. ტარიელ სუარი გერმანიაში ცხოვრობდა და აღიარებული გიტარისტი გახლდათ. ირაკლი კუტალაძე - მოსკოვში და ყოფილი წყალბურთელი საკუთარ ბარს წარმატებით ამუშავებდა.

ორივეს დაოჯახება სკანდალური აღმოჩნდა. კუტალაძის შემთხვევაში ყველას გაუკვირდა, როგორ
მოხიბლა საქართველოში ერთ-ერთი სასურველი საპატარძლო ნინი ბადურაშვილი. უცებ დაქორწინდნენ და მალევე დაშორდნენ.

მართალია, ია ფარულავა რამდენჯერმე უკვე გახლდათ დაოჯახებული, მაგრამ მის ცხოვრებაში საქართველოში უცნობი ტარიელ სუარის გამოჩენა ყველას გაუკვირდა. მათ რომანს თავიდან არასერიოზულად აღიქვამდნენ. ფიქრობდნენ, რომ ესეც ეპატაჟური იას მორიგი პიარსვლის ნაწილი იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ტარიელმა იას ფილარმონიის სცენაზე რამდენიმე ათასი ადამიანის თვალწინ სთხოვა ხელი და იაც დათანხმდა. იმ ღამეს წყვილის სიყვარულის ისტორია ჯვრისწერით გაგრძელდა. ტარიელს კონცერტები აქვს, ამიტომ პატარძალი დროებით მარტო დატოვა და გერმანიაში გაემგზავრა.

დღეს ბავშვსაც რომ ჰკითხოთ ვინ არიან კუტალაძე და სუარი დაწვრილებით მოგიყვებათ ამ ორი მამაკაცის შესახებ, მაგრამ რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, თავად ძალიან უკვრით საზოგადოების ყურადღება რითი დაიმსახურეს.

არ ვიცი, რას ფიქრობდა ირაკლი კუტალაძე როდესაც ერთ-ერთ ჟურნალს ცნობილი ინტერვიუ მისცა, მაგრამ ფაქტია, რომ მეორე დღეს მთელი საქართველო მასზე საუბრობდა. კუტალაძის საგა დღემდე გრძელდება და პრესა თუ ინტერნეტსაიტები მის შესახებ მუდმივად ავრცელებენ ახალ ინფორმაციას. როდის ჩამოვა თბილისში შვილის სანახავად, რატომ აღარ აკეთებს კომენტარს ყოფილ მეუღლეზე - ეს კითხვები ყვითელი პრესისთვის მოურჩენელ იარად იქცა, მაგრამ ირაკლი დუმს...

უფრო მეტიც, ჟურნალისტებს აღარ ეკონტაქტება, მაგრამ სოციალურ ქსელში ყვითელი ჟურნალისტიკის თითქმის ყველა წარმომადგენელი ჰყავს დამეგობრებული. მის ყველა პოსტს ჩასაფერებულ ჟურნალისტებს კი მხოლოდ საკუთარი კლუბის შესახებ სიახლეებს აცნობს, მაგრამ არავის ეზარება, თუნდაც აქედან რაიმე აბსურდული სათაურით მასალა გააკეთონ. მასალა, რომელსაც უამრავი მკითხველი ჰყავს.

კუტალაძისგან განსხვავებით ზედმეტად ემოციური აღმოჩნდა იას მეუღლე ტარიელ სუარი. როგორც ჩანს, ამ სახით მოპოვებული პოპულარობა არ მოეწონა და ჟურნალისტებზე გაბრაზდა. არადა არავინ უარყოფდა მისი როგორც მუსიკოსის, ნიჭს, მაგრამ როდესაც ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ქალბატონზე ქორწინდები, იმისთვისაც უნდა იყო მზად რომ პრესა შენით ზედმეტად დაინტერესდება.

ჯვრისწერიდან ორ დღეში, სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული სუარის პოსტები ინტერნეტსაიტებისთვის საინტერესო გახდა. მისი პოსტი პიტალო და ნამდვილი კაცის სახესხვაობებზე სხვა და სხვა სათაურებით ყველამ აიტაცა. ამით გაღიზიანებულმა ტარიელმა „ალილუია, ალილუია, ალილუია“ დაწერა და ჟურნალისტებს ამის განიუსება მოსთხოვა.

რა თქმა უნდა მისი ლოცვა არავინ შეისმინა და არც შემდეგ სტატუსზე დაწერეს ნიუსი, რომელიც სოციალურ თემას ეხებოდა. პრესისთვის ახალშეძენილი სიძე, ბოლოს ისე გაგვიბრაზდა, რომ სოციალურ ქსელში სახელი და გვარი გადაიკეთა, სურათი წაშალა და ახალი მეგობრების დამატებაზეც უარი თქვა.

ტარიელი ყვითელმა ჟურნალისტიკამ დაკარგა, ირაკლი კუტალაძე კი საკუთარი კლუბის პიარით მაინც გვიხარებს გულებს.

ქეთი მელაძე
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 26 /
მარინა
მაია ჯერ ერთი ტურნე 2014 წლის მარტში იწყება. 24 სექტემბერის სასამართლოზე კი ინფორმაცია მეც მაქვს. სხვათაშორის გერმანიაში სასამართლო როგორც ხდება 4 თვით ადრე მაინც ინიშნება. თანაც თუ გერმანიაში მეუღლეს 1 წლის განმავლობაში არ ხარ დაშორებული ოფიციალურად არავინ გაგყრის. ისე რომ იას მოყვანამდე ჩვენს ტარიელს მინიმუმ ერთი წლი მაინც უნდა ეცხოვრა ცოლის გარეშე სავარაუდოდ სხვა ქალებში გულაობდა :))))) იამდე :)))))))
06:32 / 24-11-2013
გამოხმაურება / 0 /
მაია
პატივცემულო მარინა რომელ სააგანტოში? შემთხვევით "ბოტოქსის" სააგენტოში ხომ არა სადაც პატივცემული ია დაბრძანდება? აი ჩვენს სააგენტოში კი 100% სანდო წყაროებიდან დაყრდნობით ვიცით რომ ბატონი ტარიელ ხოსროშვილი (სუარი) საქართველოშია და მისი ჯვარდაწერილი მეუგლე ქალბატონი ია მალავს მას ჟურნალისტებისგან მალავს მას, რადგანაც იგი გერმანიაში არა კონცერტის მიზნით იყო გამგზავრებული ჯვრისწერის მეორე დგეს არამედ სასამართლოს გამო,რადგან იგი ჯვრისწერის დგეს არ კოფილა ოფიციალურად გაყრილი მის ყოფილ მეუგლესთან და ბატონი ტარიელი ვნახეთ 2 დგის უკან აგმაშენებლის გამზიზე. ასე რომ თუ გინდათ ბატონ ტარიელს პიარი გაუკეთოთ გაუკეთეტ სიმართლის თქმით და არა ტკუილებით. :)))
19:33 / 15-10-2013
გამოხმაურება / 0 /
აუუუ
აუუ....რადიოში წინა პარასკევს ნათია რომ ჰყავდა სტუმრად.სტუმარი ვინ იყო ვერ გავიგე.ქალს სიტყვას თქმას არ აცლიდა ია...ჩემი ქმარი და ჩემი ქმარი წამდაუწუმ გაიძახოდა ტარიელის სიშორესთან დაკავშირებით.კიდე საწყალი ფადი კონსერვების ხსნით დაიღალაო,არაფერს ვამზადებდიო.საწყალი ვინაა ფაქტია.ულოგინო ცოლქმრობა გაგიგონიათ,თანაც ფარულავას შემთხვევაშიიი???კაცს არც კი იცნობს,სულ ორჯერ ყავს მგონი ნანახი ისიც შორიდან.ვაი რა სასაცილო მევენახეააა
16:00 / 07-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მაია
თქვენ საიდან იცით ამდენი ძალიან საინტერესოა :)))))))))
14:57 / 05-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათია
ქმარი არ ვიცი მაგრამ უძლიერესი მუსიკოსი რომ არის ფაქტია. შეიძლება მართლაც უყვართ ერთმანეთი. ჩორტ იგო ზნაეტ.
14:44 / 05-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS