„მაიას სტალინი უყვარდა, მე-არა. სულ ვკამათობდით ამაზე.
ვეუბნებოდი, რომ უპატიებელია შენი თუნდაც სწორი აზრის გასატანად ადამიანები აწამო, დახვრიტო, გააციმბირო, ოჯახები დაშალო და დააქციო.
გუკაც მეთანხმებოდა. ხალხი ტაშს უკრავს ნებისმიერ ლიდერს, რომელიც კანონით კი არა, ბრბოს განწყობებით ხელმძღვენელობს და პოლიტიკურ ოპონენტებს ამით ანადგურებს.
რობესპიერმა უამრავი ხალხი გააგზავნა გილიოტინაზე და უხაროდა, რომ ხალხი ზეიმობდა მისი მტრების სიკვდილით დასჯას.
შენ გიყვარს ადამიანები, მე კი სულ ეჭვი მეპარება მათ სიკეთეში. მე მართალი ვიყავ, მაია“!