სიმართლე გითხრათ, არ ვთვლი, რომ თავი უნდა ვიმართლო
რამდენიმე დღის წინ ორ ცნობილ სახის შორის დაწყებული სკანდალი გრძელდება. სოციალური ქსელით დაპირისპირებამ პრესის ფურცლებზე გადაინაცვლა. ნინა წკრიალაშვილი სალომეს საყვედურობს - "ნაციონალების" საარჩევნო კონცერტები რატომ მიგყავდაო, სალომე კი აცხადებს, რომ ამაში სამარცხვინოს ვერაფერს ხედავს.
სალომე გოგიაშვილი:- "ნაციონალური მოძრაობის" კონცერტები ნამდვილად მიმყავდა. იმ დროს, ამ კონცერტებში ყველა იღებდა მონაწილეობას. საარჩევნო კონცერტებიც მიმყავდა, სხვა ალტერნატივა იყო სადმე? მე მგონი, არ იყო. ეს არის ჩემი სამსახური. მე ამით ფულს
ვშოულობ. პროფესიით ჟურნალისტი ვარ, საერთოდ არ ვნანობ, რომ "ნაციონალების" კონცერტები მიმყავდა, რადგან აბსოლუტურად პატიოსანი გზით ვმუშაობდი. სიმართლე გითხრათ, არ ვთვლი, რომ თავი უნდა ვიმართლო.
- ნინა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ამავე დროს ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან მეგობრობდით...
იხილეთ სრული ვერსია