17 აგვისტო, 2016
''დიდმა ბებიამ ხატზე გადასცა ბაბუა''...
მსახიობი ალეკო ბეგალიშვილი ბევრისთვის ცნობილი სერიალ ''ჩემი ცოლის დაქალებიდან'' გახდა. ყოვლისშემძლე დუდუს, (რომელიც ქვეყანაში ყველაზე რთულ პრობლემებს აგვარებს), მეუღლე თაღლითების ხელში მოხვდა და საცხოვრებელი ბინა გაყიდა. 

ალეკო ბეგალიშვილს რეალურ ცხოვრებაშიც ბინის პრობლემა აქვს. სერიალის გადაღებებზე იმყოფებოდა, როდესაც მის ბინაში ხანძარი აჩნდა. 

ჟურნალ ''სარკესთან'' მსახიობი მის ბინაში მომხდარ პარანორმალურ მოვლენებზე საუბრობს. მისი თქმით მასთან ბინაში მოჩვენება ცხოვრობს. 

"არ მიყვარს სახლი, თითქოს დაწყევლილია. სულ რაღაცები ხდებოდა, ძაღლი მომყავდა - კვდებოდა, ყვავილს დავთესავდი - ჭკნებოდა.

დედა ამბობდა, თქვენმა
დიდმა ბებიამ ხატზე გადასცა ბაბუათქვენი და მას შემდეგ ვართ მასეო.

ხომ იცით, ძველი ადამიანი რას არ იტყოდა. ის კი მართლა უცნაური სახლია.

ხმები ისმის, ვიღაცები დადიან. ჩემი ცოლ-შვილი მიეჩია უკვე. თითქოს ვიღაც დადის კარი გაჯახუნდება.

მობილურს ერთ ადგილას, რომ დავდებ, გავიხედავ და გადაადგილებულია. სულ რაღაცას უნდა წამოვედო.

სახლიც ბევრჯე ვაკურთხებინე, მაგრამ იგივე გრძელდება. ბევრჯერ მინდოდა, გამეყიდა ეს სახლი, მაგრამ ვერ შევძელი", - ამბობს მსახიობი ალეკო ბეგალიშვილი.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
@ლოლიტა
თიკა2002,სახლი კი აკურთა მაგრამ გაყიდვა არ გამოუვიდა.ხალხო კიტხვა გეზარებათ თუ აზრი ვერ გამოგაქვთ?
11:48 / 26-08-2016
გამოხმაურება / 0 /
ლულუ
დუდუ მიყვარს ძალიან, მმმაგარი მსახიობია და ასეთივე როლი აქვს. ნეტავ, ყველა სერიაში იყოოოოს
14:34 / 21-08-2016
გამოხმაურება / 0 /
მარილი ყოველ 10 დღეში უნდა ცვალოტ!
მოდი მე გასწავლი საკუტარტ ტავზე მაქვს გამოცდილი. ესე იგი ჯერ გაწმინდე სახლი, მე მაგ. ნაკურტხ წყალს მივასხურებ ყვეელა კუტხეში, სანტელ საკმეველს შემოვატარებ თან ჯვარი მიჭირავს ხელში და ყველა კუტხე კუნჭულს ამ ჯვარს გადავწერ, ამას რომ დავამტვარებ მერე ზღვის მარილს (ოდითგანვე გამოიყენება ეს) დავყრი ყველა კუტხეში, საწოლის ტავის და ფეხების ქვეშ ასევე ვდებ წყალს და ზღვის მარილს და დამიჯერე ეგ ყველაფერი გაქრება!!! სცადეტ, არ ინანებტ, რაიკის მასტერმა მასწავლა ოღონდ ეგ მარილი ყოველ 10 დღეში უნდა ცვალოტ.
09:59 / 19-08-2016
გამოხმაურება / 0 /
დავითი
და რომ აკურთხებინოთ სახლი?
07:21 / 19-08-2016
გამოხმაურება / 0 /
თორნიკეს
თორნიკე, რა პრომიტივი ხარ. სახლი აკურთხე მოგვარდა პრობლემა.. დაანთე სანთელი მოგეცა ზეცაში ადგილი. ახვედი დაგხვდა წვერებიანი ბაბუ და გადაგისვა თავზე ხელი. სად ბანაობ, თუ იცი მაინც? რა მარტივი ხალხი ხართ რა გჭირთ. რამ დააჩლუნგა ერი 90იანების მერე. არიქა და ეკლესია გვეკრძალებოდაო დავამახინჯეთ და გავაპრიმიტიულეთ ყველაფერი. ყველა ეჟვანშებმული დადის. თოთო ბავშვებს ამ სიცხეში მძიმე ჯვრები კიდიათ კისერზე. ეს სანთელი დავანთე მეშველებები და ღმერთი მოგვხედავს შეწერები როდემდეც გაგრძელდება იქამდე ჩამოგვექცევა საკუთარი ქვეყანა თავზე.
04:12 / 19-08-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS