ამ თემასთან დაკავშირებით ქრისტინე იმედაძე სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს.
''არ შეიძლება, ერთი ისეთი კლინიკა თურქეთში რომ არის, თბილისშიც გვქონდეს? ! ამხელა თანხა ჯდება ჯერ მარტო გადაფრენა!
მერე მკურნალობა! ამდენი სამწუხარო ამბავი გვესმის... ნუთუ ასეთი რთულია, ჩვენი ექიმების გუნდი წავიდეს ტრეინინგზე...
აქაც მოვიწვიოთ "ის ვიღაც ჯადოქარი" ექიმები... სულ გვესმის, რომ
რატომ ვერ განვითარდა ჩვენი ქვეყნის მედიცინა? იქნებ ჩვენც შეგვიძლია სასწაულების მოხდენა?! ასეთ შემთხვევაში ხომ ნაკლები თანხა ექნება ავადმყოფის ოჯახს მოსაგროვებელი?!
ასეთ დროს ყველანი ვცდილობთ, მივიღოთ მონაწილეობა ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებაში და ეს ძალიან კარგია!
მაგრამ იქნებ შეიძლება ისე მოხდეს, რომ მეტ ადამიანს ჰქონდეს საშუალება "გადარჩეს," ან თუნდაც გაიუმჯობესოს ჯანმრთელობა!
ეს სიტყვები -"აქ ვერ უშველიან" -რომ აღარ გავიგოთ არ შეიძლება?!'', წერს ქრისტინე იმედაძე ფეისბუქზე.