27 სექტემბერი, 2013
ია ფარულავას ქმარი ცოლის შეურაცხმყოფელს ცემით ემუქრება
ახალჯვარდაწერილი მეუღლის მონატრებით ვერ ისვენებს და სოციალური ქსელით ესიყვარულება თავის მეორე ნახევარს გასული კვირის ყველაზე სკანდალური მოვლენა ია ფარულავას ქორწინება გახლდათ. ამ ისტორიამ ნინა წკრილაშვილისა და სალომე გოგიაშვილის სკანდალური დაპირისპირებაც კი დაჩრდილა.

შეგახსენებთ, სალომე ნინას თავის მეორე ქმართან სარეცელის გაყოფას აბრალებს.
თუმცა ''იას შოუ'' უფრო საინტერესო აღმოჩნდა და ბოლო დღეების განმავლობაში მუსიკოს ტარიელ სუარისა და იას სიყვარულის ლეგენდა სოციალურ ქსელში განხილვის საგანი გახდა.

ტარიელი ჯვრისწერის ღამეს, საზღვარგარეთ გაფრინდა. როგორც იამ თქვა კონცერტები აქვს, თუმცა ახალჯვარდაწერილი
მეუღლის მონატრებით ვერ ისვენებს და სოციალური ქსელით ესიყვარულება თავის მეორე ნახევარს.

''ვიცი, რომ ჩემი პატარა ქალღმერთი უკვე ჩემია, მაგრამ ჯერ კიდევ არ მასვენებს იმაზე ფიქრი თუ რით შემიძლია დავიმსახურო მის გვერდით ყოფნა. ასეა თუ ისე, ჩემი არსებობის გამართლების მხოლოდ 2 გზას ვხედავ.

პირველს-სიცოცხლეს ჩემი დედოფლის გამო, მეორეს- სიკვდილს მისთვის. მიყვარხარ პატარავ'' ! - წერდა ორი დღის წინ ტარიელი, თუმცა როგორც ჩანს, მისი "პატარა" ვიღაცამ ძალიან გააბრაზა. რადგან დღეს აღშფოთებულმა ტარიელმა სოციალურ ქსელში უცნაური სტატუსი გამოაქვეყნა:

''რა განსხვავებაა პიტალოსა და ნორმალურ კაცს შორის. ნორმალური კაცი როდესაც ხედავს რომ მის გოგონას ბოროტად განწყობილი ადამიანები შეურაცხყოფას აყენებენ მას, ნორმალური კაცი იღებს ხმალს და იბრძვის მისი პატივის დასაცავად, ხოლო როდესაც ხედავს რომ მის გოგონაზე სიყვარულით ზრუნავენ, მოწიწებით არიან მის მიმართ და უყვართ იგი, ამ შემთხვევაში ნორმალური კაცი ბედნიერია ამით.

ეხლა პიტალოს შესახებ: როდესაც პიტალო ხედავს რომ მის გოგონას მიმართ ბოროტად განწყობილი ბრბო შეურაცხყოფას აყენებს და აგინებს მას, პიტალო იმალება სირივით (თუმცაღა თვითონ მას რომ შეაგინოს ვინმემ მაგალითად დედა, მზად არის საკუთარი კარიერა უმალვე შესწიროს ამბიციას, მაგრამ საყვარელი გოგონასათვის ვერ მოგართვით, ხელს ვერ გაანძრევინებ).
ყველაზე საინტერესო კი ის არის რომ, იგივე პიტალო როდესაც ხედავს რომ მის გოგონას ვინმე აღმერთებს, სწორედ მაშინ მიაქვს ხელი ხმლისკენ და თითქოს მზად არის თავისი ვითომ ვაჟკაცობა გამოიჩინოს და დაიცვას იგი მისგან :))))))) დრო რომ მქონდეს სიამოვნებით მიუნგრევდი თავპირს ყველა პიტალოს. სხვათა შორის, ერთი სულიერი თუ ბევრს გაატრაკებს სავარაუდოდ მალე მომიწევს მისი სიფათის მონათვლა'' .

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 22 /
ნანო
ლამაზო ქალბატონო ია,გისურვებ ბედნიერებას გენაცვალე.შენ არ დაუგდო ყური ბოროტ ხალხს.ისეთმა ფურმა დაგწიხლოს,რომელიც შენზე მეტს იწველიდეს.ვინმე რამით მაინც გჯობდეს,ულამაზესო ქალო.ტარიელი გააფრთხილე,ერიდოს ჩხუბს მოლაყბეებთან.თქვენი სიჩუმე უფრო გააცოფებს ამ ბოროტ ხალხს.შენი კეტილისმსურველი,ნანო ბებო.
14:57 / 29-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ვაიმერავქნა
მგონი თვითონაა პიტალო ეს გაჭირვებული :(
00:38 / 29-09-2013
გამოხმაურება / 0 /
როარ ვიგადაო არაააააა
გაგიჯებუულიააა ეს გაჭივრებულიიიი
14:29 / 28-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ბებრუ
ვერხვი შენ გაიხარე,დაგლიჯეეეეე:))))))))))))
12:00 / 28-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნია
რაღაც დარეხვილს ან ფსიქიკურად გაუწონასწორებელს გავს ეს თქვენი ტარიელიიიი
18:29 / 27-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნონა
ამ სურათში არ ვარგა ია.ისე უფრო ლამაზია.თანაც აქ ეტყობა აშკარად ასაკობრივი სხვაობა.მოკლეს ასეა თუ ისეა ბედნიერებას გისურვებ თუ მართლა ქმარი და მეუღლეა ეგ ბიჭი.უცნაური ქორწინება და კროსვორდი კია ნამდვილად .ცოლი აქა ქმარი იქა.ქატო იქა ფქვილი აქა.
17:54 / 27-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მააო
ვაიმე ია პათოლოგი ხომ არ არის შენი ვირტუოზი მუსიკოსი? შენ კიდევ ეს გინდა?
16:57 / 27-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკარი
ჯერ ისევ ბავშვია სიძე,იას ასაკამდე რომ მივა ასე არ ილაყბებს.ისე ეგეც მართალია კარიერა,პიარი ადვილი მისაღწევი არაა.თანაც ჩაქცეულ მილიონერსაც არ გავს.იაც წააშველებს ცოტა ხელსა და მერე ვნახოთ........
16:04 / 27-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ვერხვი
ყველაფერი ხდება,მაგრამ ვერ გავიგე ეს"პატარა" ვინ არის?ია პატარა თუ ტარიელი პატარა????მაგარი კროსვორდია.
15:55 / 27-09-2013
გამოხმაურება / 0 /
სხვა
"დრო რომ მქონდეს სიამოვნებით მიუნგრევდი თავპირს ყველა პიტალოს".. ბადრიჯანს რომ ფრთები ჰქონდეს, შაშვი იქნებოდა..
14:53 / 27-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS