10 აგვისტო, 2016
"ყოველთვის მშურდა ამ ბავშვების დედის და მინდოდა, მეც ასეთი შვილები მყოლოდა"
ახალგაზრდა ძმების - ვანო და თემურ ვაშაკიძეების ტრაგიკულ სიკვდილს დღეს ჟურნალისტი და ბლოგერი გურამ შეროზია ემოციური პოსტით გამოეხმაურა:


"აუ, ახლა რომ არ დავწერო და არ ამოვანთხიო, შეიძლება მოვკვდე! :((

ეს ორი ბიჭი...! ცოტა ხნის წინ დედაჩემმა რომ მითხრა, ისე გავცეცხლდი, ლამის ვუყვირე, რას ბოდავ-მეთქი!! მერე ამათ ფეისბუქზე შევედი და... იმის მერე ასე პარალიზებული ვაგდივარ საწოლზე და ვკვდები ტირილით.

ნაგლეჯებად მაქვს ინფორმაცია.
რომ ერთი ძმა იხრჩობოდა
მეორე დახმარებას ცდილობდა
და ბოლოს ორივე...!!

ასეთი ჭკვიანები, სიმპატიურები, ახალგაზრდები,
სიცოცხლით სავსეები, ასეთი მომავლით. ყოველთვის მშურდა ამ ბავშვების დედის და მინდოდა მეც ასეთი შვილები მყოლოდა, ასე გამეზარდა და მეც მეამაყა! ოღონდ არა ასეთი დასასრულით!

ჯერ უმცროსმა ძმამ მიპოვა ფეისბუქზე, ორი წლის წინ რაღაც გადაცემაში მნახა. მერე მეორემ დამამატა. მიყვეებოდნენ როგორ მიყურებდნენ იმედის დილაში, როგორ უხაროდათ რომ ნათესავი აღმოაჩინეს ასე შემთხვევით.

ორჯერ, ნახვაც შემეძლო, როცა ეტალონში იღებდნენ მონაწილეობას და ჩამოსულები იყვნენ. სამოგზაუროდ ვემზადებოდი და სხვა დროს ვნახავ, სად წავლენმეთქი და ...

ჩვენი ბოლო მიმოწერაც თემოსთან ასე დასრულდა:
- დაბადების დღე მოვულოცე და სინანული გამოვთქვი, რომ ამდენი წელია ვმეგობრობთ და ვერაფრით ვერ შედგა ცვენი შეხვედრა

- და პასუხი: შევხვდებით, სად წავალთ. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS