10 აგვისტო, 2016
მაგდა პაპიძემ განაჩენი გაასაჩივრა - შეეცვლება თუ არა უვადო პატიმრობა ქმარ-შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულს
მეუღლისა და შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა მაგდა პაპიძემ მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულის საჩივარი 4 აგვისტოს შევიდა.

მაგდა პაპიძის სარჩელი, რომლითაც მსჯავრდებული საქალაქო სასამართლოს მიერ მისთვის შეფარდებული სასჯელის ვადის შემცირებას ითხოვს, სააპელაციო სასამართლოში პაპიძის ადვოკატებმა შეიტანეს. პაპიძის ამ საჩივრით, მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ სასჯელთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრდა, რადგან ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი ვერდიქტი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

შესაბამისად, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა
მიიღოს სააპელაციო სასამართლომ მაგდა პაპიძე პატიმრობაში დარჩება, თუმცა შესაძლოა მას უვადო პატიმრობა ვადიანით შეეცვალოს. იხილეთ სრულად

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ფფუ
ანუ მკვლელობა აღიარა ამ ტირანმა მაგრამ ვადიანი პატიმრობა სურს ბერძენას ტურფას
18:46 / 10-08-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS