10 აგვისტო, 2016
ავარიის შედეგად დაშავებული გიორგი ლომინაძისა და მისი მეუღლის დასახმარებლად ანგარიში გაიხსნა
21 ივნისს ქუთაისთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებული მორაგბის გიორგი ლომინაძის და მისი მეუღლის, ნუცა გუნცაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. წყვილი საოპერაციოდ და რეაბილიტაციისთვის სასწრაფოდ თურქეთში გამგზავრებას საჭიროებს, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

მათ დასახმარებლად სპეციალური ანგარიშის ნომრები გაიხსნა. AMBEBI.GE ცოლ-ქმრის მეგობარს ანუკა ქებურიას დაუკავშირდა:

- გიორგის და ნუცას ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ ისევ მძიმეა, მათ სჭირდებათ რამდენიმე ოპერაცია და ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პერიოდი, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ამიტომ შევქმენით სპეციალური ნომრები, სადაც შესაძლებლობა ექნებათ მათ დაეხმარონ.

-
რა დაზიანებები აქვთ?
- გიორგის ფეხზე აქვს ღია ჭრილობები, რომლის ოპერაციაც საქართველოში არ ტარდება, სამი კვირაა ეს ჭრილობები ამ მდგომარებაშია. ამიტომ სასწრაფოდ უნდა მოხდეს მისი გადაყვანა თურქეთში, დაახლოებით ფეხზე 5 ან 6 ოპერაცია დასჭირდება. რაც შეეხება ნუცას, ნუცაც მძიმედ არის, ის რეანომობილით არის გადასაყვანი თურქეთში, ჯერ ოპერაციები უნდა ჩაუტარდეს და ამის შემდეგ ხანგრძლივი რეაბილიტაცია არის საჭირო. იხილეთ სრულად 

ანგარიშის ნომერი: GE68BG0000000733092800 
მიმღები: დავით ლომინაძე
დახმარებისთვის დარეკეთ ნომერზე - 0901701140 (ზარის ღირებულება 1 ლარი)
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS