09 აგვისტო, 2016
გორელი ბიჭი, რომელმაც საქართველო აალაპარაკა - ლაშა შავდათუაშვილის რთული გზა ჩემპიონობამდე
8 აგვისტოს, განსაკუთრებული განცდა იყო ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა შავდათუაშვილისა და მისი რუსი მეტოქის ორთაბრძოლა. ემოციური იყო ლაშას მოგება და განსაკუთრებული ჟესტი, რომლითაც ყველას, განსაკუთრებით კი რუსებს შეახსენა, რომ ის ქართველია და ახსოვს ოკუპანტი.

ბევრმა არ იცის, რომ ლაშა წარმოშობით სწორედ გორიდან არის. ასევე ის, რომ მშობლიურ კარალეთის ეკლესიაში წლები სტიქაროსნად იმსახურა. ერთ-ერთ ადრინდელ ინტერვიუში ლაშა ასე იხსენებს ბავშვობას და პირველ მონაწილეობას ოლიმპიადაზე:

- დაახლოებით 11-12 წლისა ვიყავი, როცა გორში ძიუდოზე შევედი ანზორ თენაძესა და ნიკო
ბიბილაშვილთან. თანასოფლელები ჭიდაობდნენ და მეც დამაინტერესა. სხვების მიღწევებს რომ ვუყურები, მეც მინდოდა, ისეთივე წარმატებული გავმხდარიყავი, ოლიმპიური ჩემპიონობა კი ჩემი ოცნება იყო. თუ რამეზე ვოცნებობდი, მხოლოდ ამაზე! კერპი არ მყოლია, ვქომაგობდი და მომწონდა ყველა წარმატებული სპორტსმენი.

ბავშვობაში ძიუდოს გარდა სხვა გატაცება არც მქონია. მარტივი ჭეშმარიტებაა - როცა რაღაც საქმეს აირჩევ, დანარჩენი გვერდზე უნდა გადადო და იმას მიუძღვნა ყველაფერი. მეც ასე ვფიქრობდი - რაც შემეძლება, ვივარჯიშებ, ვიმუშავებ და თუ არაფერი გამომივა, ჩემს თავს ვერაფერს დავაბრალებ-მეთქი.

ამისთვის მოვიკელი ყველაფერი და სპორტს მივუძღვენი თავი. მადლობა ღმერთს, უფალმა ნებისყოფა მომცა და შევძელი, ყველაფერი გვერდზე გადამედო. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მარი მარიკა
სულ წინსვლა და წარმატებები.
01:03 / 09-08-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS