08 აგვისტო, 2016
"Gem Fest-ის დაწყებამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა"
საქართველოში პირველი ელექტრონული მუსიკის ფესტივალი "GEM FEST''-ი მსოფლიო დონის არტისტებს 9 დან 14 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. თუმცა მანამდე ზღვისპირეთში ფესტივალისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ფაქტობრივად დასასრულს უახლოვდება.

დამონტაჟებულია სცენები, იშლება კარვების ქალაქი მიმდინარეობს სარეგისტაციო ზონის მონტაჟი. ზემოთაღნიშნული სამუშაოების დათვალიერების საშუალება ჟურნალისტებს სპეციალურად გამართულ მედიატურზე მიეცათ.

Rating

გასული წლისგან განსხვავებით, წელს ფესტივალის ორგანიზატორებმა ხარვეზების აღმოფხვრაზე იმუშავეს და სპეციალურად მოწყობილ "კარვების ქალაქში" ჩრდილების მოწყობაზე იზრუნეს. აგრეთვე მოეწყობა კომფორტული საშხაპეები და ნივთების შესანახი სპეციალური ჩამკეტის მქონე ყუთები.


Rating
როგორც ფესტივალის
ორგანიზატორმა და დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ ჟურნალისტებს განუცხადა, ფესტივალზე დასასწრებად ამ დროისათვის 10 ათასზე მეტი ბილეთია გაყიდული, თუმცა ონლაინ ბილეთების მყიდველთა რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს.

რაც შეეხება წლევანდელ მუსიკალურ პროგრამას, ანაკლიაში 10 აგვისტოდან 14 აგვისტოს ჩათვლით ელექტრონული მუსიკის წამყვანი არტისტები ხუთ სცენაზე დაუკრავენ. ოთხდღიანი ფესტივალის პირობებში, გარდა მუსიკალური სანახაობისა, სხვა ღონისძიებებიცაა დაგეგმილი - იქნება ეს სპორტული თუ სხვა ტიპის აქტივობა.

Rating


აღსანიშნავია ისიც, რომ ანაკლიაში 25 მილიონი დოლარის ღირებულების აპარატურა უკვე მონტაჟდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ელექტრნული მუსიკის მოყვარულებს კარგი ჟღერადობის გარანტია ნამდვილად ექნებათ. გასული წლის მსგავსად, წელს უსაფრთხოების ზომები ასევე განსაკუთრებულად იქნება დაცული.

Rating

საგულიხმოა, რომ ფესტივალის ფარგლებში ანაკლიაში უკვე დაჯავშნილია ყველა დიდი და საოჯახო სასტუმრო. როგორც გიორგი სიგუამ ჟურნალისტებს განუცხადა, მომდევნო წელს "ჯემ ფესტი" ერთ თვეს გასტანს, რაც მისი ვარაუდით, დამსვენებელთა რაოდენობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

RatingRatingRatingRating


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS