06 აგვისტო, 2016
ეკა მჟავანაძე: "ერთადერთი, რაც შეიძლება შემშურდეს ადამიანის, არის დიდი და მოსიყვარულე ოჯახი..."
ქალბატონი ეკა მჟავანაძის მიმართ ბოლო წლების განმავლობაში ინტერესი ხშირად ჩნდება. თითქმის ყველა პოპულარულ სერიალში გამოჩნდა ან რაიმენაირად იყო მასთან დაკავშირებული. ექიმი დედისა და მსახიობი მამის ოჯაში გაიზარდა. ფართო აუდიტორიამ ის "გოგონა გარეუბნიდან" გაიცნო, შემდეგ იყო "ჩემი ცოლის დაქალები", ახლახან - "ხელოვნური სუნთქვა". ცოტამ თუ იცის, რომ ქალბატონი ეკა ქართულ ბაზარზე არსებული არაერთი სერიალის თუ ფილმის კასტინგების მენეჯერიც არის, ანუ სერიალების მსახიობების შერჩევაში უდიდეს როლს ასრუილებს.
მის მიმართ ინტერესი დღეს განსაკუთრებით მაღალია, ამიტომ ამონარიდს გთავაზობთ მისი
ერთ-ერთი ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალ "რეიტინგს" მისცა.

- დედაჩემი, ეთერ დადიანი, ექიმი გახლავთ და საკმაოდ კარგი ექიმი. მის პროფესიონალიზმს მისი დაკავებულობიდან გამომდინარე ვსაზღვრავ. შაბათ-კვირასაც კი სულ ავადმყოფებთან იყო. რთულად ნახავდით სახლში. მე ძირითადად ბებიასთან ვიზრდებოდი. მიუხედავად იმისა, რომ სახლში ხშირად ლაპარაკობდნენ ამ პროფესიაზე, ექიმობა მაინც არ ავირჩიე. დედაჩემი ტრადიციული ქალი იყო და არის დღესაც. 84 წლისაა და ასე მგონია, მის გარეშე ნაბიჯსაც ვერ გადავდგამ. მიუხედავად იმისა, რომ მოხუცია, თავისი შეხედულებები აქვს ცხოვრებაზე, ყველაფერს მას ვეკითხები. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ თანამედროვედ აზროვნებს. ყველანაირად ინფორმირებულია და საკმაოდ კარგი გემოვნება აქვს. რამეს რომ ვითამაშებ და ნახავს, ზუსტად მეუბნება, სად შემეშალა და რა მოეწონა. მამაჩემი, კუკური მჟავანაძე, წლების განმავლობაში. მარჯანიშვილის თეატრის დირექტორის მოადგილე გახლდათ. ჰქონდა სახალხო თეატრი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. შეიძლება ითქვას, რომ მე თეატრში ვიზრდებოდი. ფაქტობრივად, მამის პროფესიას გავყევი. 18 წლის ვიყავი, მამა რომ გარდამეცვალა. მარტონი ვიყავით მე და მამა სახლში, დედა არ იყო თბილისში.M მარტი იყო, მამას თავისი თეატრი ჰყავდა წაყვანილი გასტროლებზე ლიტვაში - ვილნიუსში. მეც მათთან ერთად ვიყავი. რომ ჩამოვფრინდით, მეორე დილით სისხლის ჩაქცევა დაემართა. 1-2 საათი იცოცხლა. გონზე იყო. გვერდით ვეჯექი და ვტიროდი. ის კი მარიგებდა. მესამე შვილი ვიყავი, ნაბოლარა და მასთან ვცხოვრობდი. ჩემი დები გათხოვილები იყვნენ უკვე. ყველას, ვინც მომაკვდავ მამასთან შედიოდა, ეუბნებოდა, ეკას მიმიხედეთო. მაშინ უკვე პირველ კურსზე ვიყავი. ჩემი მეგობარი იყო მამა, ერთ საქმეს ვემსახრებოდით და ძალიან ადრე გამომეცალა ხელიდან, ძალიან დამაკლდა.

- როგორც უმცროს შვილს, გათამამებდნენ ოჯახში?
- ძალიან. მამაჩემისგან უფრო მახსოვს გათამამება, დედა ცოტა მკაცრი იყო. დამოუკიდებელი ვიყავი ბავშვობიდან და დღესაც ასეთი ვარ. იხილეთ სრულად


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS