05 აგვისტო, 2016
„გუკასთან შეხვედრის უფლება მომცეს. დავრწმუნდი რომ ნორმალურ პირობებშია, არც მაია უჩივის ადმინისტრაციას“
ვახტანგ რჩეულიშვილი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, მისი თქმით მაია რჩეულიშვილი და გუკა ციხეში კარგად გრძნობენ თავს.

„მადლობას ვუხდი ყველას (სასჯელაღსრულების სამინისტროს, სახალხო დამცველს და შესაბამისს საპარლამენტო კომიტეტს), რომ გუკასთან შეხვედრის უფლება მომცეს. დავრწმუნდი რომ ნორმალურ პირობებშია. აქვე უნდა ვთქვა, რომ არც მაია უჩივის ადმინისტრაციას.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, თუმცა ძირითად პრობლემას ცხადია არ ხსნის: მაიას წინასწარ პატიმრობაში აყვანით ზარალდება მთელი კომპანია და მისი კლიენტებიც.

ამ დროს პრობლემა ხელოვნურადაა შექმნილი და მისი გადაწყვეტის ფორმულა მარტივია - დაგვიბრუნოს ხელისუფლებამ ჩვენი ქონება და ჩვენი კლიენტების პრობლემაც უცებ მოგვარდება. ჩვენ მილიონერები ფულით ან
ცხოვრების წესით კი არ ვართ , არამედ იმ ქონების გათვალისწინებით, რაც უკანონოდ წაგვართვეს!

საბოლოოდ მჯერა, რომ კეთილგონიერება გაიმარჯვებს და დამთავრებულ მშენებლობებზე ვინმეს გულის გასახარად მშენებლებს აღარ დაიჭერენ!

რამდენიმე მათგანმა მოიკლა თავი უკვე ამ ხელისუფლების დროს, თუმცა პრობლემები ძველი ხელისუფლებიდან მოდის. მათ შორის სალომეს ბიძამაც თემა ჩარკვიანმა. ისიც ცდილობდა კრიზისით დაზარალებულების თავად გასტუმრებას, მაგრამ ელემენტარული სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.

ცნობისათვის, მას "ევრაზიის საინვესტიციო სააგენტოს" (სააკაძის ობიექტის მშენებლობის ინვესტორი) 600 000 ლარი ვალი დარჩა, რაზედაც მისი ოჯახისათვის არც კი გვითქვავს. ან რაღა აზრი ჰქონდა. სიკვდილმა ვალების ჩამოწერა იცის. ამ ბედს გვიმზადებენ ნეტავ“?
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ლელა
ბატონო ვახტანგ ნურავის აბრალებტ ,ტავის დროზე უნდა გაგეყიდა ქონებაც და ყველაპერი და ხალხი არ დაზარალდებოდა , ყველამ ყველაპერი კარგად ვიციტ და ნაცარს ნუ იქნევტ ხელისუპლებისკენ , ეს ყველაპერი ტქვენი და წინა ხელისუპლების დიდი დამსახურებააა, უბრალოდ შეეკარიტ და ხალხი მოისროლეტ
21:46 / 07-08-2016
გამოხმაურება / 0 /
ტუიას
მაია არ უჩივის ადმინისტრაციასო? შენ არ თქვი, როგორ გაუბედეს საკუთარი ნიფხავი გარეცხეო?
11:36 / 07-08-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS