05 აგვისტო, 2016
რატომ დაიშალა სალომე ჭაჭუას და მაქს რიჟიკოვის წყვილი - სალომე მომხდარზე გულახდილად საუბრობს
როგორც ცნობილია, პროექტ ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' დროს დაიშალა სალომე ჭაჭუას და მაქს რიჟიკოვის წყვილი.

წყვილს ერთად დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებდნენ, ამიტომ მომხდარით ყველა გაოცებული დარჩა.

მაქს რიჟიკოვი ოდესაში დაბრუნდა, სალომე ჭაჭუა ახალ მეწყვილეს ეძებს. ჟურნალ "სარკესთან" სალომე მომხდარზე გულახდილად საუბრობს:

"ხშირად იშლებიან წყვილები. მეწყილე აღარ მყავს. მაქსმა თავის სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. რაღაც პრობლემები ჰქონდა ოჯახში და ვეღარ მოხერხდა ჩვენი წყვილად დარჩენა. კარგი მეწყვილე მინდა. მაქსის პოვნაც იმიტომ გამიჭირდა, რომ კარგი დონის მოცეკვავეებს საქართველოში ჩამოსვლა არ სურთ.

მაქსი
ჩემთვის პირველი უცხოელი მეწყვილე იყო, იქამდე ყოველთვის ქართველი მეწყვილეები მყავდა, მაგრამ ახლა ქართველთან დადგომას არ ვფიქრობ, თან ყველა დაკავებულია.

საერთო ჯამში, უფრო მარტივი იქნება, ქართველი მეწყვილე მყავდეს, რადგან მე არ მომიწევს მისი სამსახურში აყვანა და გარკვეული ხარჯების გაღება, მაგრამ მაინც უცხოელი მირჩევნია."

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
იკა
ბონდარენკოსთან უღალატა და მაგიტო წავიდა მაქსი.... (შეყვარებულები იყვნენ,,, ცეკვავენი რომ დაიყო ბონდარენკოსთან უღალატა მაქსს სალომემ ეს გაიგო მაქსმა და წავიდა ... სხვა არაფერი მიზეზი არ ყოფილა ;)
10:24 / 08-08-2016
გამოხმაურება / 0 /
ირა
გაექცაა მეწყვილე მაგრამ მიზეხზს არ იტყვის რატომ ამოუვიდა ყელში
15:25 / 05-08-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS