04 აგვისტო, 2016
''ვიცი, რომ ამ ცხოვრებაში ვერასდროს გნახავ, მაგრამ ბედნიერი ვარ ამ უშენობითაც, რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს''...
გელა დაიაურის სოციალურ ქსელში მორიგ ემოციურ პოსტს უძღვნის მეუღლეს. 

''ჩემი სენი და დაავადება ხარ, კუნწულიკო.... მიგეჩვიე... უშენობას მივეჩვიე, უშენობას, მაგრამ შენზე ფიქრს....

ვიცი, რომ ამ ცხოვრებაში ვერასდროს გნახავ, ვიცი, რომ უშენობის ტკივილით უნდა ვიცხოვრო, მაგრამ ბედნიერი ვარ ამ უშენობითაც, რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს...

შენ დამაჯერე, სიყვარული რომ უკვდვავია... შენ დამაჯერე, რომ ადამიანებს შეუძლიათ გადაარჩინონ ერთმანეთი... შენ დამაჯერე ადამიანის, გრძნობის და სიკეთის უკვდავება... მიყვარხარ და მახსოვხარ.

შენ ჩემი კუნწულიკო ხარ''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
სორი
დაეხმარეთ ამ კაცს დაიწყოს ცხოვრება თავიდან ....ძალიან ძალიან მეცოდება ....დარწმუნებული ვარ მისი ცოლიც კი გაიხარებდა ამ გადაწყვეტილებით ამ რეალობაში .....
01:20 / 24-08-2016
გამოხმაურება / 0 /
მანანა-შ
ეჰ, მთის არწივო, მე, უცნობს, მათი დაკარგვით გამოწვეული დარდი დღემდე არ გამნელების, დღემდე მტკივა სული და გული. ვიცი მისი ახლობლები რასაც განიცდით....
19:51 / 05-08-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS