02 აგვისტო, 2016
მერსი სულხანიშვილს თავს გოგონები დაესხნენ - ''ერთი ბრძოლის მოგება, ომის მოგებას არ ნიშნავს''
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ შეასხეს მერსი სულხანიშვილს სახეში კოკა კოლა და ეს უკანასკნელი როგორ იგინება. 

ვიდეოს გავრცელებას მოჰყვა მერსის სტატუსი ფეისბუქზე. 

''დღეს დაახლოებით 21:45 წუთზე ვიმყოფებოდი აღმაშენებლის 75 ნომერში ვიჯექი კიბეზე მეგობართან ერთად, მოულოდნელად ჩემთვის სრულიად უცნობი გოგონა მომვარდა, (სამი გოგო იყო მათგან ერთ-ერთმა) ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა, შემდეგ კოკა კოლა შემასხა და გაიქცნენ ვარდების ბაღში.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე აღძრულია. იმედია, მალე იპოვიან დამნაშავეებს და მალე დაისჯებიან კანონის შესაბამისად. უკვე მერამდენედ
შეიძლება განხორციელდეს მიზნობრივი პროვოკაციული თავდასხმა? პირველი ნიკორას ამბავი შეგრჩათ ეს აღარ შეგრჩებათ! საკმარისია საზოგადოების აბუჩად აგდება და მანიპულირება.

პ.ს ერთი ბრძოლის მოგება ომის მოგებას კი არ ნიშნავს''.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
ნატალია
ჩემთვის მერსი საერთოდ არაფერს ნიშნავს,არც ნიჭიერებითა და არც ქცევით. ყველას თავისი ცხოვრება აქვს.თუმცა,აქ კომენტარების ავტორებიც ჩემთვის არაფერს წარმოადგენენ,რადგან ეს კრიტიკა კი არა,ესაა ღვარძლისა და დაუნდობლობის ნაზავი.რით განსხვავდებით მერსისგან,თუ თქვენ იმ გოგოებს იცავთ,ვინც მერსის სახეში შეასხა?!ან რა ამბავი ატეხეთ იმ ინციდენტზე,რაც იქ მოხდა?ან რატომ გგონიათ,რომ ის ბიჭი უკეთესია მერსიზე,როცა სხვასთანაც არაერთხელ შეშლიათ და მე პირადად ,,გამიტარებია" და ზოგადად მომსახურე პერსონალი ძალიან დიდი უტაქტობით გამოირჩევა ხოლმე? როცა მე გავეცანი იმ პიროვნების სტატუსებს,ჩემთვის მერსიც და ის არსებაც ერთნაირად არაფერს წარმოადგენენ.
09:59 / 08-08-2016
გამოხმაურება / 0 /
დათო
ეს საქციელი არ უდა დარჩეს ასე დაკავებენ ალბათ წაუყენონ ბრალი ხულიგნობის მუხლით დაისაჯონ სამაგალითოდ ამის მერე სხვასაც აღარ გაუჩნდება ამნაირების გაკეტება
17:14 / 03-08-2016
გამოხმაურება / 0 /
ნაირა ჩაკვეტაძე
ნამდვილად უნდა დაისაჯონ ის გოგონები,თუმცა ნახოს ახლა ქ-ნა მერსიმ როგორია შეურაცხყოფის მიყენება და დამცირება
13:19 / 03-08-2016
გამოხმაურება / 0 /
მმმ.
უნდა დაისაჯონ სულელი გოგოები სამაგალითოდ, თორემ ეს უკვე არაა სახელმწიფო.
08:53 / 03-08-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ფუ აი შენს ადგილას რომ ვიყო იმენა ქუჩაში არ გამოვიდოდი.ხვდები ხო ხალხს როგორ სძულხარ?არ გრცხვენია იმენა სრულიად ერს ეზიზღები.ამიტომაც ხდება ესეთი რაღაცეები შენს თავზე.ნუ აუბედურებ ხალხს და ნუ ენახები.მწყობრიდან ნუ გამოგყავს ახალგაზრდები.ყველა შენნაირი თავზე ხელაღებული არ არის.დაეტიე სახლში.
03:42 / 03-08-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS