01 აგვისტო, 2016
ვახტანგ რჩეულიშვილის ემოციური პოსტი - „ჯანდაბას ჩემი თავი, ცოლ-შვილის დაპატიმრებას მტერსაც კი არ ვუსურვებ“...
ვახტანგ რჩეულიშვილი მორიგ ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც ჩანს, თუ როგორ განიცდის შვილის და მეუღლის „ცენტრ პოინტის“ საქმესთან დაკავშირებით დაკავებას:

"ჯანდაბას ჩემი თავი.

დღეს გუკასთან ციხეში უკვე დანიშნული პაემანი გამიუქმეს. ჩემთვის ეს წამებაა. ცოლ-შვილის დაპატიმრებას მტერსაც კი არ ვუსურვებ, მითუმეტეს, რომ ჩემი ოჯახის წინასწარ პატიმრობაში აყვანა სასამართლოს მიერ საბოლოო განაჩენის გამოტანამდე არ გამომდინარეობს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის და კომპანიის რეაბილიტაციის ინტერესებიდან და პირიქით, ეწინაამღდეგება მათ.

ვინაიდან მაია და გუკა ისედაც თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან, ამასთან, მაიას აღმკვეთი ღონისძიების სახით
უკვე შეფარდებული ჰქონდა გირაო.

ვთხოვ პრეზიდენტს, სასჯელაღსრულების მინისტრს, სახალხო დამცველსა და პარლამენტის ადამიანის უფლებათა და იურიდიული საკითხების კომისიებს, ცალკეულ დეპუტატებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს შესაბამის რეაგირებას და მონიტორინგის დაწესებას ჩემი დაპატიმრებული ოჯახის წევრების უფლებების დასაცავად.

პროკურატურას ვთხოვ, უზრუნველყოს კომპანიის რეაბილიტაციის ნორმალური რეჟიმი, ვინაიდან მაია რჩეულიშვილმა კომპანია უკვე აქცია ინვესტორებისათვის მომგებიან და სასურველ ბიზნესად და შეუნარჩუნა ხალხს გაძარცვული ქონება. გაუფრთხილდით მაიას და გუკას- რასაც ედავებით ეს სასამართლოს გადასაწყვეტია, მაგრამ რაც კეთილი საქმე აქვთ მათ გაკეთებული, ეს უეჭველია. ჯანდაბას ჩემი თავი".
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
daviti
მადლობა თქვი იქნება ამქვეყნიურმა ციხემ იმქვეყნიური ციხის სიმძიმე შეგიმსუბუქოს. თავი დახარე და მოინანიერაც მოიპარეთ.
10:17 / 03-08-2016
გამოხმაურება / 0 /
ლაშა წიკლაური
17000 დოლარი მაქვს გადახდილი და სადაც კორპუსი უნდა აშენებულიყო ის ადგილიც კი გაყიდულია ხოშარაულის ქუჩაზე. ამათ კიდე ციხეში ჯდომაც არ უნდათ ამათი მე უნამუსო დედა ვატირე... , მარა პროგრესი სახეზეა გადავიდნენ უკვე მუქარიდან მუდარაზე, ჩემი ფულის დამბრუნებელი არავინაა ვიცი მარა ესენი რო ამოლპებიან ციხეში ეგაც შვებაა.თუ არა ცოტა ხნის ცინ იქეთ იმუქრებოდნენ!!! ამათი შეცოდება შეიძლება?! ჩამოყარეს უკვე ნიანგის ცრემლები!!!!
22:51 / 02-08-2016
გამოხმაურება / 0 /
კარლო
ლაყაჭე მოპარული და შეგეშვებიან? მარა ისეთი წუწკები ხართ არ იზამთ მაგას ამიტომ შენი შემცოდებლის დედაც
12:29 / 02-08-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS