31 ივლისი, 2016
დუტა სხირტლაძის საოცარი სახლი - ცოლის მიერ მოხატული ეზო და ულამაზესი სამკაულები
დუტა სხირტლაძე ბევრისთვის საყვარელი მსახიობი და ტელეწამყვანია. მას ნიჭიერი მეუღლე ჰყავს - მარინა ნაცვლიშვილი, რომელიც პროფესიით კოსტიუმების დიზაინერია და თეატრში, კინოსა და ტელევიზიაში უმუშავია. ბოლო წლებში კი მან საოცარი სამკაულების გაკეთება დაიწყო. ძვირფასი ლითონების და ქვების გამოყენებით ის მართლაც ძალიან ორიგინალურ ნამუშევრებს ქმნის, რომელთაც უკვე ბევრი იცნობს.


შემოქმედი მეუღლის ხელი დუტას სახლის ეზოსაც ეტყობა - მცხეთაში მათი სახლის ეზო ძალიან ფერადოვანი და მხიარულია. ქალბატონ მარინას სულ მოუხატავს იქაურობა - სკამები, მაგიდა, ჩიტის ბუდე.

დუტა სოციალურ
ქსელში ხშირად აზიარებს თავისი ცოლის ნამუშევრებს. შეგიძლიათ, მათი შესანიშნავი ეზოს და მარინა ნაცვლიშვილის სამკაულების ფოტოები დაათვალიეროთ. იხილეთ სრულად + ფოტოები
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS