24 სექტემბერი, 2013
ნანუკა გოგიჩაიშვილი ''ბიძინა ივანიშვილის'' სტატუსმა შოკში ჩააგდო
ფოტოზე ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელით და სურათით დარეგისტრირებული პიროვნება ნანუკა გოგიჩაიშვილის სურათს აქვეყნებს დღეს, ყველაზე საინტერესო, სკანდალური და უცნაური ამბები სოციალურ ქსელში ხდება. ყოველდღიურობა იმდენად ჩაანაცვლა ვირტუალურმა სივრცემ, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი მთელი დღის განმავლობაში სოციალურ ქსელს არის მიჯაჭვული.

გარდა საკუთარი გვერდებისა, ბევრი მათგანი ცნობილი ადამიანების ფოტოთი და სახელით ყალბ გვერდებს ქმნის და მოსახლეობის დიდი ნაწილი შეცდომაში შეჰყავს.

ამ პრობლემაზე ადრეც ვწერდით, თუმცა ის, რაც ნანუკა გოგიჩაიშვილს დაემართა, მართლა ბევრ ცნობილ სახეს ჩააგდებდა შოკში.

''თავისუფალ გარემოში ვცხოვრობთ და ყველას აქვს აზრის გამოხატვის და არა ცილისწამების უფლება. იმის ილუზია არ მაქვს, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის ''ფეისბუქის'' გვერდია, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ბიძინას სახელით დაწერდა თუ იოანესი'' - წერს მოდელი და ტელეწამყვანი საკუთარი ''ფეისბუქის'' გვერდზე და ფოტოს აქვეყნებს.

ფოტოზე ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელით და სურათით დარეგისტრირებული პიროვნება ნანუკა გოგიჩაიშვილის სურათს აქვეყნებს და იქვე წერს:

''მოკლედ, ერთ წვეულებაზე სადაც მე ვიმყოფებოდი, ნანუკა გოგიჩაიშვილიც იყო. ისეთი სახით უყურებდა ხალხს, რომ თითქოს მასზე ლამაზი ამ ქვეყნად არავინ იყოს. რატომ ჰგონია ამ გოგოს თავისი თავი ასეთი ლამაზი, როცა უამრავი ლამაზი გოგონა გვყავს საქართველოში'' ...

რა თქმა უნდა, პრემიერ მინისტრის ყველაზე დიდი მოწინააღმდეგეც არ დაიჯერებს, რომ ბიძინა ივანიშვილს იმდენი საქმე აქვს, რომ სოციალურ ქსელში დარეგისტრირდა და ნანუკა გოგიჩაიშვილზე სტატუსებს წერს, თუმცა ნანუკას მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე, მოდელის მეგობრებმა ბევრი იხალისეს.

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 63 /
სილამაზე თვალებიდან მოდის
შეიძლება ტანად ლამაზი იყო გრძელი ფეხები, მკერდი თეზოები თმები სახე მარა იყურებოდე ბოროტი, დამცინავი თვალებით აი მაშინ ყველფარის ფასი ნულია, ასეა ნანუკაც. მე ვარ და ჩემი ნაბადიო იყოს ნაბადი
15:59 / 30-11-2017
გამოხმაურება / 0 /
ნინუცა
ნანუკს თავი გონია ლამაზი
21:35 / 18-11-2013
გამოხმაურება / 0 /
მართა
ისევ შოკში გდია თუ გამოვიდა?გვითხარით რაა ვნერვიულობ ძალიან.
20:19 / 18-11-2013
გამოხმაურება / 0 /
კაი რა
რეიტინგ სირცხვილი შენ!მეტი საინტერესო ტუ ვერაფერი მოიფიქრე !
20:30 / 13-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ლიკო
ამ ბეც და ერთუჯრედიან კომენტართა ავტორებზე არ დაგწყდეს გული ნანუკა,ლამაზი ხარ გარეგნულადაც და სულიერადაც,ბედნიერებას გისურვებ ჩემო კარგო.ვინმე იფიქრებს,ახლობელი ვარ შენი:არა!უსამართლობას ვერ ვეგუები,ასე რომ ცდილობენ გული გატკინონ.
00:49 / 01-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS