24 სექტემბერი, 2013
ნანუკა გოგიჩაიშვილი ''ბიძინა ივანიშვილის'' სტატუსმა შოკში ჩააგდო
ფოტოზე ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელით და სურათით დარეგისტრირებული პიროვნება ნანუკა გოგიჩაიშვილის სურათს აქვეყნებს დღეს, ყველაზე საინტერესო, სკანდალური და უცნაური ამბები სოციალურ ქსელში ხდება. ყოველდღიურობა იმდენად ჩაანაცვლა ვირტუალურმა სივრცემ, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი მთელი დღის განმავლობაში სოციალურ ქსელს არის მიჯაჭვული.

გარდა საკუთარი გვერდებისა, ბევრი მათგანი ცნობილი ადამიანების ფოტოთი და სახელით ყალბ გვერდებს ქმნის და მოსახლეობის დიდი ნაწილი შეცდომაში შეჰყავს.

ამ პრობლემაზე ადრეც ვწერდით, თუმცა ის, რაც ნანუკა გოგიჩაიშვილს დაემართა, მართლა ბევრ ცნობილ სახეს ჩააგდებდა შოკში.

''თავისუფალ გარემოში ვცხოვრობთ და ყველას აქვს აზრის გამოხატვის და არა ცილისწამების უფლება. იმის ილუზია არ მაქვს, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის ''ფეისბუქის'' გვერდია, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ბიძინას სახელით დაწერდა თუ იოანესი'' - წერს მოდელი და ტელეწამყვანი საკუთარი ''ფეისბუქის'' გვერდზე და ფოტოს აქვეყნებს.

ფოტოზე ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელით და სურათით დარეგისტრირებული პიროვნება ნანუკა გოგიჩაიშვილის სურათს აქვეყნებს და იქვე წერს:

''მოკლედ, ერთ წვეულებაზე სადაც მე ვიმყოფებოდი, ნანუკა გოგიჩაიშვილიც იყო. ისეთი სახით უყურებდა ხალხს, რომ თითქოს მასზე ლამაზი ამ ქვეყნად არავინ იყოს. რატომ ჰგონია ამ გოგოს თავისი თავი ასეთი ლამაზი, როცა უამრავი ლამაზი გოგონა გვყავს საქართველოში'' ...

რა თქმა უნდა, პრემიერ მინისტრის ყველაზე დიდი მოწინააღმდეგეც არ დაიჯერებს, რომ ბიძინა ივანიშვილს იმდენი საქმე აქვს, რომ სოციალურ ქსელში დარეგისტრირდა და ნანუკა გოგიჩაიშვილზე სტატუსებს წერს, თუმცა ნანუკას მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე, მოდელის მეგობრებმა ბევრი იხალისეს.

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 63 /
ალი
გიგი შენ მაგაზე ლამაზი ცოლი გყავს ?
17:02 / 24-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მე
კარგით რა, ნანუკას გარეგნობა ნულზე დაბლა ნამდვილად არ დგას, პრინციპში გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ ცოტათი მაინც სამართლიანები რომ ვიყოთ არ გვაწყენდა.
16:47 / 24-09-2013
გამოხმაურება / 0 /
გიგი
მაგაზე მართალი ჯერ არ უთქვამს ბიძინას...საღო ბიძო..(ნუ ვინც დაწერა რა)მართლაც რომ ნანუკას გარეგნობა ნულზე დაბლა დგას არდა რომ კითხო ანგელოზია ფუ ჩემი
16:31 / 24-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS