24 სექტემბერი, 2013
ნანუკა გოგიჩაიშვილი ''ბიძინა ივანიშვილის'' სტატუსმა შოკში ჩააგდო
ფოტოზე ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელით და სურათით დარეგისტრირებული პიროვნება ნანუკა გოგიჩაიშვილის სურათს აქვეყნებს დღეს, ყველაზე საინტერესო, სკანდალური და უცნაური ამბები სოციალურ ქსელში ხდება. ყოველდღიურობა იმდენად ჩაანაცვლა ვირტუალურმა სივრცემ, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი მთელი დღის განმავლობაში სოციალურ ქსელს არის მიჯაჭვული.

გარდა საკუთარი გვერდებისა, ბევრი მათგანი ცნობილი ადამიანების ფოტოთი და სახელით ყალბ გვერდებს ქმნის და მოსახლეობის დიდი ნაწილი შეცდომაში შეჰყავს.

ამ პრობლემაზე ადრეც ვწერდით, თუმცა ის, რაც ნანუკა გოგიჩაიშვილს დაემართა, მართლა ბევრ ცნობილ სახეს ჩააგდებდა შოკში.

''თავისუფალ გარემოში ვცხოვრობთ და ყველას აქვს აზრის გამოხატვის და არა ცილისწამების უფლება. იმის ილუზია არ მაქვს, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის ''ფეისბუქის'' გვერდია, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ბიძინას სახელით დაწერდა თუ იოანესი'' - წერს მოდელი და ტელეწამყვანი საკუთარი ''ფეისბუქის'' გვერდზე და ფოტოს აქვეყნებს.

ფოტოზე ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელით და სურათით დარეგისტრირებული პიროვნება ნანუკა გოგიჩაიშვილის სურათს აქვეყნებს და იქვე წერს:

''მოკლედ, ერთ წვეულებაზე სადაც მე ვიმყოფებოდი, ნანუკა გოგიჩაიშვილიც იყო. ისეთი სახით უყურებდა ხალხს, რომ თითქოს მასზე ლამაზი ამ ქვეყნად არავინ იყოს. რატომ ჰგონია ამ გოგოს თავისი თავი ასეთი ლამაზი, როცა უამრავი ლამაზი გოგონა გვყავს საქართველოში'' ...

რა თქმა უნდა, პრემიერ მინისტრის ყველაზე დიდი მოწინააღმდეგეც არ დაიჯერებს, რომ ბიძინა ივანიშვილს იმდენი საქმე აქვს, რომ სოციალურ ქსელში დარეგისტრირდა და ნანუკა გოგიჩაიშვილზე სტატუსებს წერს, თუმცა ნანუკას მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე, მოდელის მეგობრებმა ბევრი იხალისეს.

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 63 /
ლეილა
პროფილში თავისი და ვნახე ის ლამაზია.მილიონჯერ ჯობია ამ უშნოს.ეს რაღაც არარეალურს გავს არც ლამაზია არც ეფექტური არც სექსუალური ქალს რაღაც მაინც უნდა ქონდეს ეს მარტო ოპერაციაა რო უყურებ სხვა ვერაფერი მახსენდება
18:16 / 24-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინი
ეს ქირურგის ნათითხნი ვის დაეკარგა?სიბოროტე რა შუაშია ხალხს ჯერ კიდევ აქვს შეფასები სუნარი,წადი გოგო რა მიყუჩდიიიი,ამ გაპიარებებს კიდე შეეშვი რააა,შენი ხრიკებით ვერავის გააკვირვებ.
18:07 / 24-09-2013
გამოხმაურება / 0 /
კაკო1991
ესე რამ გაგბოროტა შე ჩემი ცოდვით სავსე,
17:58 / 24-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
რატომ ხართ ასეთი ბოღმები ხალხნო..ძალიან საყვარელი გოგოა..წარმომიდგენია თქვენ თვითონ რა მახინჯები ხართ...გშურთ აშკარად...ლენჩებო....
17:54 / 24-09-2013
გამოხმაურება / 0 /
კაკო1991
დებილი უნდა იყო ადამიანი!
17:45 / 24-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ტატა
გოგო რომელიც დედის და მამის კალთას ამოფარებული გამოჩნდა და გაპიარდა,რომ არა გოგიჩა ვის ეცოდინებოდი? ლამაზი და საოცრება ნამდვილად არ არის ერთი ზედმეტად ქარაფშუტა გოგოა ხელოვნურად შექმნილი
17:39 / 24-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკა
რა გითხრათ . ეგ გოგო ჩემს თვალში არც ლამაზია და არც მახინჯი. არის რა ერთი ჩვეულებრივი თავნება ქალი.....:)
17:17 / 24-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთა
მახინჯია სერიოზული
17:12 / 24-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნიანი
ვაიმეე რამდენი ვიცინე, საერთოდ იცის ვინ ხარ? შენნაირებს ივანიშვილი ერთ ადგილასაც არ ამოისვამს :))))
17:10 / 24-09-2013
გამოხმაურება / 0 /
სიმართლე
დარწმუნებული ვარ თავად ნანუკას გახსნილია ეგ გვერდი და ეგ სურათიც მისივე დადებულია.თავის გაპიარება მოუნდა,მეტი არ აქვს სადარდო ეხლა არც ბიძინას და არც ნებისმიერ მოქალაქეს ნანუკაზე იჭორაოს,ასე არ შემოლევიათ ჯერ მასალა...
17:03 / 24-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS