24 სექტემბერი, 2013
ნანუკა გოგიჩაიშვილი ''ბიძინა ივანიშვილის'' სტატუსმა შოკში ჩააგდო
ფოტოზე ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელით და სურათით დარეგისტრირებული პიროვნება ნანუკა გოგიჩაიშვილის სურათს აქვეყნებს დღეს, ყველაზე საინტერესო, სკანდალური და უცნაური ამბები სოციალურ ქსელში ხდება. ყოველდღიურობა იმდენად ჩაანაცვლა ვირტუალურმა სივრცემ, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი მთელი დღის განმავლობაში სოციალურ ქსელს არის მიჯაჭვული.

გარდა საკუთარი გვერდებისა, ბევრი მათგანი ცნობილი ადამიანების ფოტოთი და სახელით ყალბ გვერდებს ქმნის და მოსახლეობის დიდი ნაწილი შეცდომაში შეჰყავს.

ამ პრობლემაზე ადრეც ვწერდით, თუმცა ის, რაც ნანუკა გოგიჩაიშვილს დაემართა, მართლა ბევრ ცნობილ სახეს ჩააგდებდა შოკში.

''თავისუფალ გარემოში ვცხოვრობთ და ყველას აქვს აზრის გამოხატვის და არა ცილისწამების უფლება. იმის ილუზია არ მაქვს, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის ''ფეისბუქის'' გვერდია, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ბიძინას სახელით დაწერდა თუ იოანესი'' - წერს მოდელი და ტელეწამყვანი საკუთარი ''ფეისბუქის'' გვერდზე და ფოტოს აქვეყნებს.

ფოტოზე ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელით და სურათით დარეგისტრირებული პიროვნება ნანუკა გოგიჩაიშვილის სურათს აქვეყნებს და იქვე წერს:

''მოკლედ, ერთ წვეულებაზე სადაც მე ვიმყოფებოდი, ნანუკა გოგიჩაიშვილიც იყო. ისეთი სახით უყურებდა ხალხს, რომ თითქოს მასზე ლამაზი ამ ქვეყნად არავინ იყოს. რატომ ჰგონია ამ გოგოს თავისი თავი ასეთი ლამაზი, როცა უამრავი ლამაზი გოგონა გვყავს საქართველოში'' ...

რა თქმა უნდა, პრემიერ მინისტრის ყველაზე დიდი მოწინააღმდეგეც არ დაიჯერებს, რომ ბიძინა ივანიშვილს იმდენი საქმე აქვს, რომ სოციალურ ქსელში დარეგისტრირდა და ნანუკა გოგიჩაიშვილზე სტატუსებს წერს, თუმცა ნანუკას მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე, მოდელის მეგობრებმა ბევრი იხალისეს.

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 63 /
გუანინი
მთელი ერის ვირტუალურ სამყაროშია და მახათს იყრის.
01:27 / 25-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინი
მთელი ზაფხული ბადურაშვილზე ლაპარაკობდა მთელი ყვითელი და ფერადი პრესა და ხო ვხედავთ, ვირაც-ვირაცეები ისე დაიბოღმნენ უყურადღებობით რომ ზოგმა ქორწინების სპექტაკლები დადგა სცენაზე და ზოგმა საკუთარი სურათების სხვისი სახელით კომენტირება დაიწყო... რას ვიზამთ, ხალხმა თუ არ ილაპარაკა რამე (ცუდი თუ კარგი არ აქვს დიდი მნიშვნელობა) არც გოგიჩაიშვილი იარსებებს, არც ბადურაშვილი, არც ფარულავა და არც მისთანა კ.ა.ხ.პ.ე.ბ.ი
01:18 / 25-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ტიტონა
ტვიტონ გააკეტა აბა ვის ახსოვს ვანუკა ან ვის რაში ჩირდება, გაიშიპრა ეგ ქაჯი
01:14 / 25-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინი
ღმერთო რა ცოდოა ეს გოგო..... ალბათ თავად გააკეთა ეგ ყველაფერი
01:10 / 25-09-2013
გამოხმაურება / 0 /
გეტყვი
საღოლ ნანუკ , ეგ შანსი არ უნდა გაგეშვა ხელიდან .. !!!!!!!! ზე - პოპულარული ხარ უკვე !!!!!!
00:41 / 25-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ციუ
კარგია თუ ცუდია–თავისთვისაა, ნუ ხართ ბოღმიანები–გოგო ნუ ლანძღავთ
21:28 / 24-09-2013
გამოხმაურება / 0 /
კახა
ივანიშვილის დათრევა უნდა ჰა ჰა ჰაა....გოგონი მოგინდა მილიონებიიიიიიიიიი?
21:21 / 24-09-2013
გამოხმაურება / 0 /
დათო
ეს ქირურგის ნიმუში გაიტანეთ გთხოვთ.....ქალი ბუნებრივია კარგიიიი........
21:19 / 24-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
არაა ლამაზი და ჰააა,ტყუილად დავწერო?ქალი ან ლამაზი ან მიმზიდველ ან მომხიბვლელი უნდა იყო ან სექსუალური,ამას კი არაფერი აქვს რომ უყურებ ოპერაცია მახსენდება;(
21:16 / 24-09-2013
გამოხმაურება / 0 /
გუგე
ცოლად მოვიყვანდი ამ გოგოს ულამაზესია
21:15 / 24-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS