გარდა საკუთარი გვერდებისა, ბევრი მათგანი ცნობილი ადამიანების ფოტოთი და სახელით ყალბ გვერდებს ქმნის და მოსახლეობის დიდი ნაწილი შეცდომაში შეჰყავს.
ამ პრობლემაზე ადრეც ვწერდით, თუმცა ის, რაც ნანუკა გოგიჩაიშვილს დაემართა, მართლა ბევრ ცნობილ სახეს ჩააგდებდა შოკში.
ფოტოზე ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელით და სურათით დარეგისტრირებული პიროვნება ნანუკა გოგიჩაიშვილის სურათს აქვეყნებს და იქვე წერს:
''მოკლედ, ერთ წვეულებაზე სადაც მე ვიმყოფებოდი, ნანუკა გოგიჩაიშვილიც იყო. ისეთი სახით უყურებდა ხალხს, რომ თითქოს მასზე ლამაზი ამ ქვეყნად არავინ იყოს. რატომ ჰგონია ამ გოგოს თავისი თავი ასეთი ლამაზი, როცა უამრავი ლამაზი გოგონა გვყავს საქართველოში'' ...
რა თქმა უნდა, პრემიერ მინისტრის ყველაზე დიდი მოწინააღმდეგეც არ დაიჯერებს, რომ ბიძინა ივანიშვილს იმდენი საქმე აქვს, რომ სოციალურ ქსელში დარეგისტრირდა და ნანუკა გოგიჩაიშვილზე სტატუსებს წერს, თუმცა ნანუკას მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე, მოდელის მეგობრებმა ბევრი იხალისეს.
ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის




















