25 ივლისი, 2016
გიგი უგულავას ყოფილი მეუღლის, თაკო ცაგურიას ოჯახური იდილია
გიგი უგულავას ოჯახური ცხოვრებას ყოველთვის დიდი ინტერესით ადევნებდა ყვითელი პრესა თვალს.

მისი პირველი მეუღლე თაკო ცაგურია იყო, რომელმაც გიგისთან დაშორების შემდეგ მალე იპოვა პირადი ბედნიერება.

თავიდან გავრცელდა ჭორი, რომ გიგი ყოფილ მეუღლეს გათხოვებას უკრძალავდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს ჭორი სიმართლესთან ახლოს არ იყო. გიგის იმ დროისთვის უკვე უყვარდა ლელა კილაძე, რომელიც მოგვიანებით ცოლად მოიყვანა და მასთან ერთი ბიჭი, ალექსანდრე ჰყავს. ლელა კილაძესა და გიგი უგულავას ოჯახის დანგრევის მიზეზი ყველასთვის ცნობილია...

ამჯერად თქვენს ყურადღებას მისი პირველი
მეუღლის, თაკო ცაგურიას ცხოვრებაზე შევაჩერებთ.  

გიგისთან დაშორების შემდეგ მალევე ცნობილი გახდა, რომ თაკო ცაგურიას რჩეული ლევან გოთუა იყო, რომელიც ცნობილი პიანისტისა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის, მანანა დოიჯაშვილის ვაჟია.

ლევანი თაკოზე რამდენიმე წლით უმცროსია. ამბობენ, რომ გიგი უგულავა და ლევან გოთუა ადრე კარგი მეგობრები იყვნენ...

ლევანი ერთხელ უკვე იყო ქორწინებაში. პირველი ქორწინებისდან მას შვილი არ ჰყავს.

თაკო ცაგურია პროფესიით ექიმია და გიგი უგულავასთან მას ორი ქალიშვილი ჰყავს, ორივე ქალიშვილს მამასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს, და გასულ წელს, როდესაც გიგი რამდენიმე საათით გაათავისუფლეს, გოგონები მამას გვერდიდან არ მოშორებიან.

ლევან გოთუას და თაკო ცაგურიას ერთი საერთო შვილი გოგი გოთუა ჰყავთ, რომელიც მამას ძალიან ჰგავს. გთავაზობთ თაკო ცაგურიას და ლევან გოთუას ოჯახურ ფოტოებს, რომელიც მათ სოციალურ ქსელში მოვიძიეთ.

RatingRatingRatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 17 /
მაკა
ისე დაან შეუხედავი ცოლი ჰყოლია გიგის
14:28 / 27-07-2016
გამოხმაურება / 0 /
ეკა
გაიხარეთ და იდღეგრძელეთ, აბა ცხოვრება ერთი გატყლარწული უგულავათი არციწყება და არც მთავრდება,ვერ ხედავთ მაგის ლელა უკვე რამდენს მიესალმა?
14:43 / 26-07-2016
გამოხმაურება / 0 /
ობშკვითი
ამდენჯერ გათხოვილ გამოთხოვილი ქალები მიყავთ ცოლებად მაგ;ლელა კილაძე მეოთხე ქმარი იყო ეს გუკა...რა უბედურება ჭირთ მართლა ამ კაცებს ვინ ვის შვილს ზრდის ვეღარ გაიგებ. --მართალია! ქალები გაჩათ..ხდნენ, კაცები გამოიმნაირდნენ.(ლევანი თაკოზე რამდენიმე წლით უმცროსია. ამბობენ, რომ გიგი უგულავა და ლევან გოთუა ადრე კარგი მეგობრები იყვნენ...)--მეგობრობაც მაგარი ჰქონიათ!
10:19 / 26-07-2016
გამოხმაურება / 0 /
დარო
ბედნიერად შეაბერდით ერთმანეთს ორივე კარგები ხართ,კილაძისთვის კაცი რომ ოჯახს დაანგრევს ის ყველანაირი დამცირების ღირსია.
09:35 / 26-07-2016
გამოხმაურება / 0 /
ლილი
რა ცოლ შვილი მიატოვა სულელმა გიგიმ.და ვისი გულიზა.
23:06 / 25-07-2016
გამოხმაურება / 0 /
Tata
Katsi rom kiladzes gamoekideba Axia imaze tsixeshi ijdes.ra kargi tsol-shvili kolia gigis.
19:40 / 25-07-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინო
კარგია, ბედნიერებას გისურვებთ, გიგიმ კი მიიღო რაც ეკუთვნოდა, ლელა კილაძეზე შეყვარებული არა იხვი :), სააკაშვილმა მოიმწვანილა და მიუგდო მერე გიგის, იმასაც დუჟი მოადგა პირზე და იმ ქაჯისთვის ოჯახი დაანგრია, კი მიიღო ყველა მხრიდან ის რაც ეკუთვნოდა.
18:56 / 25-07-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS