23 სექტემბერი, 2013
გია სურამელაშვილს ფეხსაცმელს საკუთარი დაცვის წევრი აცმევს
უფრო მეტი, გიასთან ინტერვიუზე მისულ ჟურნალისტს ჯერ ექსტრასენსმა აურა უნდა გაუზომოს და შემდეგ შეუშვას მომღერლის საბრძანებელში
მოგეხსენებათ, გია სურამელაშვილს არასოდეს უჭირდა საზოგადოების გაოცება, მაგრამ მისმა ამბიციებმა პრეზიდენტობაზე ყველანაირი ნიუსი გადაფარა. მართალია, გადავრჩით და საბოლოოდ გადაიფიქრა, მაგრამ როგორ ჩანს, მიზეზი მხოლოდ ''ცეკვავენ ვარსკვლავები'' გახლავთ.

წინასაკონკურსოდ იმდენი საქმე აქვს, რომ დარწმუნებული ვარ ამომრჩეველთან შეხვედრას და მათი გულის მოგებას ვეღარ მოასწრებდა.

მართალია, გიამ პრეზიდენტის რეზიდენცია ცირკის არენაზე გაცვალა, მაგრამ როგორც გავიგეთ, კონკურსში მონაწილეობაზე ადვილად არ დათანხმებულა.

ჟურნალისტთა წრეში
ცნობილია, რომ გიას საკუთარი ექსტრასენსი ჰყავს და მისი რჩევის გარეშე შეიძლება სახლიდანაც არ გავიდეს.

უფრო მეტიც, გიასთან ინტერვიუზე მისულ ჟურნალისტს ჯერ ექსტრასენსმა აურა უნდა გაუზომოს და შემდეგ შეუშვას მომღერლის საბრძანებელში.

ბრილიანტებით დახუნძლული გია, ერთადერთი ქართველი მომღერალია, რომელიც ნამდვილი ვარსკვლავური ცხოვრებით ცხოვრობს. ინტერნეტში უამრავი ვიდეოა, სადაც გია ქორწილებსა თუ დაბადების დღეებზე დაცვის თანხლებით მღერის.

აი, ასე უბრალოდ, გია მიკროფონით ხელში დარბაზში დასერინობს და დაცვა უკან დაჰყვება, რომ აბეზარმა ქალბატონებმა ვარსკვლავი ზედმეტად არ შეაწუხონ.

ჩვენი ინფორმაციით, ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' რეპეტიციებზე სურამელაშვილი დაცვის თანხლებით მიდის და ცეკვის ფეხსაცმლის ჩაცმაში დაცვა ეხმარება, უფრო სწორად ის აცმევს.

როგორც ჩანს, ეპატაჟური გია ქართველი ვარსკვლავების ''თვალის დასაბრმავებლად'' ბოლომდე იყენებს მის ცხოვრებაში არსებულ პრივილეგიებს.

იმედია, კონკურსის დაწყებისას, დაცვა მინიმუმ სცენაზე მაინც არ გამოჰყვება და დაგვაცდის ბოლომდე დავტკბეთ საქართველოს ერთადერთი ვარსკვლავის სცენური მოძრაობებით.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 28 /
ზოია
მეცოდება
19:25 / 23-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მურთაზი
დაცვა რატომ აცმევს ტვიტონ ორივე ხელში Kლე უცჰირავს და ცოოვს?
19:05 / 23-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინი
ეგ თუ ვარსკვლავია???საცოდავობაა
19:04 / 23-09-2013
გამოხმაურება / 0 /
:)
სურამელაშვილის თაყვანისმცემელი ქალბატონებიც არსებობენ? :D
17:46 / 23-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ლიალია
ალალად გეუბნევით, რომ ნამდვილად მეცოდება, აბა დაფიქრდით, ისეთი ამბიციები აწუხებს, რომ არარეალურ სამყაროს წარმომადგენელს გვაგონებს და ასეთი პიროვნება არაა ცოდო?
17:27 / 23-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ლევანი
ნინიკო გეთანხმები )))
16:44 / 23-09-2013
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
ნწ ნწ ნწ.... ნეტავ თვითონ თუ სჯერავს რომ მართლა მაგ დონის ვარსკვლავია :D
16:41 / 23-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანიკო
თავის გამოგონილ სამყაროში ცხოვრობს,ვარსკვლავურ სამყაროში ))
16:30 / 23-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS