23 სექტემბერი, 2013
გია სურამელაშვილს ფეხსაცმელს საკუთარი დაცვის წევრი აცმევს
უფრო მეტი, გიასთან ინტერვიუზე მისულ ჟურნალისტს ჯერ ექსტრასენსმა აურა უნდა გაუზომოს და შემდეგ შეუშვას მომღერლის საბრძანებელში
მოგეხსენებათ, გია სურამელაშვილს არასოდეს უჭირდა საზოგადოების გაოცება, მაგრამ მისმა ამბიციებმა პრეზიდენტობაზე ყველანაირი ნიუსი გადაფარა. მართალია, გადავრჩით და საბოლოოდ გადაიფიქრა, მაგრამ როგორ ჩანს, მიზეზი მხოლოდ ''ცეკვავენ ვარსკვლავები'' გახლავთ.

წინასაკონკურსოდ იმდენი საქმე აქვს, რომ დარწმუნებული ვარ ამომრჩეველთან შეხვედრას და მათი გულის მოგებას ვეღარ მოასწრებდა.

მართალია, გიამ პრეზიდენტის რეზიდენცია ცირკის არენაზე გაცვალა, მაგრამ როგორც გავიგეთ, კონკურსში მონაწილეობაზე ადვილად არ დათანხმებულა.

ჟურნალისტთა წრეში
ცნობილია, რომ გიას საკუთარი ექსტრასენსი ჰყავს და მისი რჩევის გარეშე შეიძლება სახლიდანაც არ გავიდეს.

უფრო მეტიც, გიასთან ინტერვიუზე მისულ ჟურნალისტს ჯერ ექსტრასენსმა აურა უნდა გაუზომოს და შემდეგ შეუშვას მომღერლის საბრძანებელში.

ბრილიანტებით დახუნძლული გია, ერთადერთი ქართველი მომღერალია, რომელიც ნამდვილი ვარსკვლავური ცხოვრებით ცხოვრობს. ინტერნეტში უამრავი ვიდეოა, სადაც გია ქორწილებსა თუ დაბადების დღეებზე დაცვის თანხლებით მღერის.

აი, ასე უბრალოდ, გია მიკროფონით ხელში დარბაზში დასერინობს და დაცვა უკან დაჰყვება, რომ აბეზარმა ქალბატონებმა ვარსკვლავი ზედმეტად არ შეაწუხონ.

ჩვენი ინფორმაციით, ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' რეპეტიციებზე სურამელაშვილი დაცვის თანხლებით მიდის და ცეკვის ფეხსაცმლის ჩაცმაში დაცვა ეხმარება, უფრო სწორად ის აცმევს.

როგორც ჩანს, ეპატაჟური გია ქართველი ვარსკვლავების ''თვალის დასაბრმავებლად'' ბოლომდე იყენებს მის ცხოვრებაში არსებულ პრივილეგიებს.

იმედია, კონკურსის დაწყებისას, დაცვა მინიმუმ სცენაზე მაინც არ გამოჰყვება და დაგვაცდის ბოლომდე დავტკბეთ საქართველოს ერთადერთი ვარსკვლავის სცენური მოძრაობებით.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 28 /
მისტერ
ტაკიმასხარაა თუ რაც არი ნებისმიერ ქართველს რომელსაც "ვარსკვლავს" ეძახიან შეშურდება ამისი ფანების რაოდენობა..ამის კონცერტებზე რო ამბები იყო არამგონია ისე რომელიმე თანამედროვე ან ყოფილი ვარსკვლავის კონცერტზე ყოფილიყოს.. დღეს ისე ყველას ვარსკვლავს ეძახიან თუ 3ჯერ მაინც არი ტელევიზორში ნამყოფი
00:14 / 24-09-2013
გამოხმაურება / 0 /
სოფო
ჟურნალისტის აგდებულ ლაპარაკზე მაგრად ვიღადავეე :დდ
00:00 / 24-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ლალი
მართლა ცოდოა რააა:)
23:15 / 23-09-2013
გამოხმაურება / 0 /
თამარ
ამას სერიოზულად აკლია.
23:14 / 23-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ირმა
ვაი..ამის პატრონს...
22:18 / 23-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
საცოდავი ტაკიმასხარააა.. საპრეზიდენტო ეგ იყო რააა))))))))))
21:52 / 23-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
იცით რააა. მე მართლა მეცოდება,სერიოზულად ვამბობ.ვის აკვირვებს ამით რა საინტერესოა.და კიდევ დაბანით ვინ ბანს????
21:44 / 23-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათია დადუ
ვაიი რა ცაკალელია, საბრალო
20:42 / 23-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
კაცი სამკურნალოა და კონკურსზე იწვევთ?
20:12 / 23-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ანჟელიკი
რა საცოდავია, ოღონდ გულწრფელად ვამბობ, ანუ გულს ნამდვილად არ ვიფხან ამის დაწერით. უაზროდ არის შეპყრობილი ნარცისიზმით და ქართველმა ჟურნალისტებმა ამას ინტერვიუ არ უნდა ჩამოართვას, რადგან ეს მოძალადეა,მის ცოლს ცემდა და ამით ამაყობს!
19:56 / 23-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS