23 ივლისი, 2016
მორიგი სკანდალი „მგზავრების“ გარშემო - „ისინი ხომ არაფრით გამორჩეული ს-ბი არიან, ოცკაციანი ჯგუფიდან ერთსაც არ გაუტყდა, რასაც აკეთებდნენ“
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ლუკა იმედაშვილის ვიდეო სახელწოდებით „რუსეთი მტერია? რა თქმა უნდა“. ვიდეოში ლუკა საუბრობს, თუ რატომ ფიქრობს, რომ რუსეთი მტერია და მათთან როგორ უნდა ვიურთიერთოდ.

ბევრი რამ არ მოსწონს ლუკას რუსეთთან მიმართებაში, მათ შორის ის არ მოეწონა, როდესაც ჯგუფმა „მგზავრებმა“ ცხრა აპრილს რუსეთში კონცერტი გამართა. „ისინი ხომ არაფრით გამორჩეული  ს-ბი არიან, ოცკაციანი ჯგუფიდან ერთსაც არ გაუტყდა, რასაც აკეთებდნენ.

ცხრა აპრილიდან დაიწყეს და მთელი თვე რუსეთს უმღეროდნენ.  ახლა ვიღაც კონცერტის ერთწუთიან დუმილზე
ნუ დამიწყებს ლაპარაკს. თავს ნუ იტყუებთ“, ამბობს ლუკა „მგზავრებთან“ დაკავშირებით.

ლუკა რეჟისორ დათო იმედაშვილის შვილია.

ვიდეოს ნინი დედალამაზიშვილი შემდეგი პოსტით გამოეხმაურა. 

„დათო იმედაშილმა მისი დიდი სურვილით ფილმ „ოცნების ქალაქის“ სცენარის მიხედვით "მგზავრების" მეგობრის როლში გადაიღო მისი შვილი, მახსოვს გახარებული ლუკა ამ ფაქტით, რომ მის საყვარელ ჯგუფთან ერთად მოუწევდა თამაში (ვისაც ფილმი ნანახი აქვს, ამოიცნობს ლუკას) მას მერე გადაღებებზე ბევრი გაუგებრობა მოხდა.

დათო ცნობილია არაკეთილსინდისიერი თანამშრომლობით ადამიანებთან, არ ვსაუბრობ მის ფილმოგრაფიაზე, რომელიც კინოკრიტიკოსების შესაფასებელია, ხშირად მოდიოდა ჩვენთან სახლში, გვიხსნიდა, როგორ უყვარს „მგზავრების“ მუსიკა.

სურვილი ჰქონდა, გამხდარიყო ჯგუფის პროდიუსერი, თუმცა მისი ნდობა ფინანსურად შეუძლებელი იყო კონკრეტული ფაქტებიდან გამომდინარე. ჩვენს გარდა ბევრთან შეექმნა კარიერის მანძილზე პრობლემები, მახსოვს, პირად საუბრებში რუსული ბაზარიც ძალიან მოსწონდა ფილმის კინოგაქირავებისთვის.

გადის წლები და არ ჩერდება ქვეცნობიერად, ვერ გველევა გულით ვუსურვებ საკუთარი თავით დაკავდეს, გადაიღოს ფილმები უკეთესი ხარისხის ჩვენ მხოლოდ გაგვეხარდება.

ჩვენს კრიტიკას ურჩევნია, ლუკას "ბაბულიკური" მიმართვა მეტად არგუმენტირებული გახადოს, მინიმუმ ურჩიოს.

ჩვენ არ გვჭირდება შეხსენება, რომ რუსეთი ოკუპანტია და დღეს, როდესაც საინფორმაციო ომია ჯგუფი, რომელსაც ჰყავს დიდი რაოდენობით მსნემელი მათთან ამ ფორმით მიაქვთ ინფორმაცია! 9 აპრილის შესახებ იქ აღარავის ახსოვს და მას მერე ბევრმა ადამიანმა დაიწყო ინფორმაციის მოპოვება, რა მოხდა თბილისში ამ დღეს გიგის სიტყვის შემდეგ!

მგზავრები 700-მდე კონცერტს ითვლის მთელი წლის გაწერილი გეგმით, გავსებული სტადიონები და საკონცერტო დარბაზები რუსეთში, უკრაინაში და სხვა ქვეყნებში.

პ.ს ამერიკული ტურნესთვის ვემზადებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები პროდიუსერებთან და არ გვცალია შენი მედროვე პოპულისტური განცხადებებისთვის.

დრო ფულია რომელიც ესე ძალიან გიყვარს და ნუ ხარჯავ არარაციონალურად, ჯობია იმ საქმეს მოახმარო ეს დრო რომელშიც ამდენი პროფესიული ხარვეზი გაქვს. შედეგ კარგ კინორეჟისორად და გპირდები პირველი მე ვიქნები, ვინც გიგულშემატკივრებ.

მე მხოლოდ გამიხარდება.

მადლობა, რომ ამდენი ხანია ვერ მოინელე რომ შენთან თანამშრომლობის სურვილი აღარ გვქონდა და ამდენს ფიქრობ ჩვენზე. 

დავით, შვებულება აიღე, გადაღლილი ხარ“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 10 /
ციცი
ყველგან იმგერეტ ბიჯებო ყველას დაანახეტ რა მაგარი ერი ვარტ დაე გასკდნენ სჰურიტ საქარტველოს მტრები ბიბლია გვასწავლის მტერსაც სიკეტე უნდა დაანახვოო წარმატებებიიტქვენ მგზავრობებსჰი
17:37 / 15-08-2016
გამოხმაურება / 0 /
ლიკუნა თელია
მგზავრები მაგრები ხართ! ამიტომ ვერ ინელებენ ეს ბოღმა ხალხი, თვითონ რა გაუკეთებიათ, აბა ჩავიდნენ და რუსეთში იმ სიტყვის ნახევრის თქმა მაინც გაბედონ რაც გიგიმ შეძლო, ნინი მაგარი და ხარ! წარმამეტებები შენ და ჯგუფ მგზავრებს
03:09 / 26-07-2016
გამოხმაურება / 0 /
ლევანი ლომაია
აუ ეს გოგო მაგრად მევასევა, ძალიან მაგრად აყალიბებს ყოლმე აზრს და ზრდილობიანად სვავს თავის ადგილზე ვისაც საჭიროა, მგზავრებო ვამაყობთ თქვენით
03:07 / 26-07-2016
გამოხმაურება / 0 /
თეკლა გოცირიძე
ნინი 100% გულდასაწყვეტია მართლაც....ოკუპანტი არის რუსული სახელმწიფო, მათი პოლიტიკაა ასეთი სამარცხვინო და ეს შეუძლია შეცვალოს ხალხმა. აი ამ ხალხზე ზემოქმედებს გიგი, მათ უნათებს გონებას მუსიკით, სიყვარულით, იმ მესიჯებით და საერთოდ ეს დიდი და მრავლისმომცველი დიპლიმატიური კამპანიაა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან წერტილებს ურტყამს- ახალგაზრდების შეგნებას! ასე გააგრძელონ!!!
03:06 / 26-07-2016
გამოხმაურება / 0 /
თამუნა დეკანოსიძე
ნინი მაგარი გოგო ხარ, ეს ბავშვი ფანის როლმში იყო ფაქტიურად მგზავრების და რა დღეშია ეხლა, ყურადღებას იქცევს და იცის რომ გახსებებთ ნახვები მოემატება ინტერნეტში ძალიან ღირსეული პასუხი იყო!
03:05 / 26-07-2016
გამოხმაურება / 0 /
ოოო
ნაცების ენას მიხედე
13:59 / 25-07-2016
გამოხმაურება / 0 /
123654987
მე არავის ვამართლებ და არავის ვიცავ მაგრამ კიკაბიძე როცა მღერის რუსეთში და ნანი ბრეგვაძე მასეთი რეაქცია მაშინ რატო არ გაქვთ??? ან ცხრა აპრილი იქ მართლა ვიღას ახსოვ აქ არ იცის აქაურმა ახალგაზრდობამ მაგ დღეს საერთოდ რა მოხდა ახლკა იქ იკითხეთ და მემგონი საქართველოში არ უმღერია რუსეთის საპავტიცემულოთ ასე რომ ყველა თქვენს თავსმიხედეთ მე არავის ვიცავ ვიმეორებ რუსეთის ჩემთვისაც ისეთივე ოკუპანტია როგორც თქვენთვის.
05:44 / 25-07-2016
გამოხმაურება / 0 /
კახი
მტერს, ამ დამპალ რუსებს როგორ უნდა უმღერო რა ფულიც არ უნდა მოგცენ, სირცხვილია.
16:12 / 24-07-2016
გამოხმაურება / 0 /
12345678
სანამ საქართველოს საზღრები დარღვეულია დიახ რუსეთი მტერია. დიახ, პოლიტიკა უნდა იყოს ხელოვნებაშიც....მიდი აბა წაართვი ერთი მეტრი....
11:04 / 24-07-2016
გამოხმაურება / 0 /
სარა
ამ ერთი ბეწო გოგოს რამსიგრძე ენა აქვს და რა მწარე, ამას რომელი ქმარი გაუძლებს.
06:39 / 24-07-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS