23 სექტემბერი, 2013
ია ფარულავა: ქალგანაღდებულო ტარიელ, მიყვარხარ
სოციალურ ქსელში ია ფარულავას სტატუსმა, რომ მან და ტარიელმა ჯვარი დაიწერეს, ბევრი შოკში ჩააგდო. ზოგმა კი იას ხუმრობად ჩაუთვალა, სანამ მსახიობმა „ფეისბუქის“ საკუთარ კედელზე ჯვრისწერის ფოტოები არ გამოაქვეყნა

წუხელ, ღამის ათ საათზე მსახიობმა ია ფარულავამ და ცნობილმა გიტარისტმა ტარიელ სუარმა ჯვარი დაიწერეს. ყველაფერი სპონტანურად მოხდა. ტარიელმა იას პირდაპირ „ნიჭიერის“ სცენაზე სთხოვა ხელი და მისგან თანხმობაც მიიღო.

სოციალურ ქსელში ია ფარულავას სტატუსმა, რომ მან და ტარიელმა ჯვარი დაიწერეს, ბევრი შოკში ჩააგდო. ზოგმა კი იას ხუმრობად ჩაუთვალა,
სანამ მსახიობმა „ფეისბუქის“ საკუთარ კედელზე ჯვრისწერის ფოტოები არ გამოაქვეყნა.

ტარიელ სუარი - გერმანიაში მოღვაწე ქართველი გიტარისტი გახლავთ. ცნობილია, რომ ოცი წლის მანძილზე სიგიჟემდე უყვარდა მსახიობი და როგორც კი გაიგო, რომ იას გული საბოლოოდ გათავისუფლდა, საქართველოში დაბრუნდა და მისი გულის მოსაგებად მცდელობა არ დაუკლია.

იას ტარიელი ყველგან დაჰყვებოდა, მაგრამ პრესა და პაპარაცები მათ წყვილს ყურადღებას არ აქცევდა, რადგან ყველა მიჩვეულია, რომ იას გვერდით ყოველთვის ცნობილი მამაკაცები ტრიალებენ. ტარიელის შემთხვევაში კი პირიქით მოხდა, საზღვარგარეთ ცნობილი გიტარისტი, რატომღაც სამშობლოში მასისთვის უცნობია.

ფაქტია, რომ ტარიელმა იას გული მოინადირა და საყვარელი და საოცნებო ქალბატონი საკურთხეველთან მიიყვანა. თუმცა როგორც ცნობილი გახდა, ჯვრისწერის ღამეს ტარიელმა საქართველო დატოვა და საზღვარგარეთ გაემგზავრა.

„რომ მიფრინავდა, მაგიტომაც გაიგიჟა თავი და დააჩქარა მოვლენები. კონცერტები, საქმეები, მე კი აქ ვარ დაკავებული“ - წერს ია.
ცნობილია, რომ იაც მალე გაემგზავრება გულისწორთან, მაგრამ, სავარაუდოდ, „ნიჭიერის“ პროექტის დასრულების შემდეგ. მანამდე კი მეუღლეს სიყვარულს სოციალური ქსელის საშუალებით უხსნის:
„ქალგანაღდებულო ტარიელ, მიყვარხარ“ ...

ქეთი მელაძე
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 19 /
როდამი
მაგარი ტრიუკია,თანაც ჯვრისწერით.ასეთი მკრეხელობაც არა გამიგია.
08:24 / 24-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ბრაკ
ხელი თურმე იმიტომ არ მოაწერეს რომ ტარიელი ამერიკელი გახდებაო,ია -როდამი ხომ ამერიკის მოქალაქეა.ვაი რა ვიცინეეეე
15:19 / 23-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ია ფარულავას უყვარს საზოგადოების გაოცება. მოწყენილობისგან აღარ იცოდა რა ექნა და მოიგონა რაღაც ახალი. მალე დაგვიკრავს თავს ახალი ტყუილებით. წარმატება მას.
14:49 / 23-09-2013
გამოხმაურება / 0 /
კესო
ხუთშაბას პროფილში კარგია უკაცოდ სახლში მარტო ყოფნაო ქადაგებდა ფარულავა.და მეორე დღეს ჯვარი დაიწერა.მაგ ქალის არაფერი არ მჯერა.ტყუილების გუდანაბადით ასხმულია.ეს ჯვრისწერაც ბლეფია.აი ნახავთ.
13:41 / 23-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ტარტარა
ქალგანაღდებული რას ნიშნავს ია?აგვიხსენიი
12:15 / 23-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანი
პიარია და ბლეფი ყველაფერი ხალხის დასანახად.ეგ ტარიელი სულ ცოტა 10 წლით მაინც პატარა ცანს სურათში.ღამის 10 საათზე რომელი ეკლესიიაა ღიაა,თანაც მოძღვარი ვერ დაწერდა ჯვარს ოფიციალური რეგისტრაციის გარეშე.
12:10 / 23-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მაყვალა
ერთი მე მიყვარს ეხლა ეს ტარიელია, თუ ვიგაც და მეორე იააა შეყვარებული ამ კაცზე :)))))))))),
12:06 / 23-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ალგიდა
არ მჯერა ამ ქალის არაფერი.დადგმულია ყეველაფერი.ჯერ ერთი ეკლესიაში მამაო ჯვარს წყვილებს ოფიციალური ქორწინების მოწმობის მერ წერს ჯვარს წესი ასეთია,მეორეც ამ სურათზე ჯვრისწერა არ ჩანს.
11:58 / 23-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ფოტო
სად არის ამ ფოტოზე ჯვრისწერის რიტუალი.???????????ტარიელი მობილურით დგას ია კიდე შარფმოხურული მომღიმარი ტელეფონში რაღაცას უყურებენ.სად დგანან ისიც უცნობია.მამაო რომელიც ჯვარს წერს და მეჯვარეები ან საკურთხეველი აქ არ ჩანს.ეს არის ჩვეულებრივი რიგითი ფოტო.
11:40 / 23-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS