რადგან ბონდარენკო ამჟამად საქართველოში არ იმყოფება, ჩვენ საქართველოში მსახიობის წარმომადგენელს, ნათია ქარდავას დავუკავშირდით: "იმის მერე, რაც კონკურსში გაიმარჯვა, ემოციას
- გამარჯვების შემდეგ მისი ცხოვრება ისე ხომ არ შეიცვალა, რომ თბილისში გადმოსვლას აპირებს?
- გამარჯვებიდან რამდენიმე დღეში წავიდა, მოსკოვს დაუბრუნდა, იმის შემდეგ აღარ ჩამოსულა. აქ გადმოსახლებას არ აპირებს და არც იმ ბინას ყიდის, თვითონ იცხოვრებს მაშინ, როცა თბილისში ჩამოვა. სტასს ცოტა ხანში ველოდებით საქართველოში, რადგანაც ბათუმში, 15 აგვისტოს სპექტაკლი აქვს დანიშნული.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფინალო შოუზე სტასის შვილთან ერთად, მსახიობის დედაც იმყოფებოდა.
- კი, დედა იყო ჩამოსული, ფინალს დაესწრო. რაც შეეხება შვილს, ის აქ ერთი თვე დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ სტანისლავი მთელი ის პერიოდი მოსკოვში მიდი-მოდიოდა, ბავშვი აქ, ჩვენთან, მის მეგობრებთან იყო.
- რას ეტყვით დამატებით მის გულშემატკივრებს, - როგორი ადამიანია?
- მხიარული, ყურადღებიანი, მასზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია. ხშირად ეხვევა კურიოზებში, მასთან ერთად არ მოიწყენ, მხიარულია, ამიტომ სულ სასაცილო სიტუაციებში ეხვევა ხოლმე... მასთან გატარებული ყოველი დღე საქართველოში, საქმიანი ურთიერთობა, დადებითად მინდა დავახასიათო. სტასთან მუშაობა ნამდვილად სასიამოვნო იყო. სულაც არ არის ჭირვეული, ყველანაირად უპრობლემო ადამიანია, ყოველ შემთხვევაში, ამ სამი თვის მანძილზე ასე იყო და მე ასეთად ვიცნობ. იხილეთ სრულად