16 ივლისი, 2016
"დავიწყეთ ჩემოდნის ჩალაგება, სად მივდიოდით არ ვიცი" - თურქეთში მყოფი შორენა ბეგაშვილი მძიმე ღამეს იხსენებს
მსახიობი შორენა ბეგაშვილი, რომელიც ქალიშვილთან, ევა ბარბაქაძესთან ერთად თურქეთში იმყოფება, გუშინდელ მძიმე ღამეს იხსენებს.

"გვირეკავენ და გვეუბნებიან, რომ სახლიდან არ გახვიდეთ, ჩართეთ ტელევიზორი... ჩავრთეთ ტელევიზორი, ვხვდებით, რომ რაღაც მოხდა, მაგრამ რა ზუსტად არ ვიცით. ბოსფორის ხიდი ჩვენთან ძალიან ახლოს არის. ფანჯარაში რომ გავიხედე ხიდი გადაკეტილი იყო, ჩვენს თავზე ვერტალიოტები დაფრინავდნენ, უცებ დავიწყეთ ჩემოდნის ჩალაგება, სად მივდიოდით არ ვიცი. ყოველ ორ წამში ერთხელ ისმოდა სროლების ხმა.

მართალია დღეს ყველაფერი დამთავრდა და სიწყნარეა, მაგრამ ქუჩებში მაინც ცოტა
ხალხია, შეშინებულები გარეთ ვერ გამოდიან",

- განაცხადა "რუსთავი 2"-თან საუბრისას შორენა ბეგაშვილმა. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ლელა
შორენა რომ უწიგნურია,ამაში გეთანხმებით. ვეტმფრენიც არ არის სწორი ფორმა. ის ვერტმფრენია.
13:25 / 18-07-2016
გამოხმაურება / 0 /
Ab
Ra qnas shashinebuliaa.mokled ar daaqcia turqeti! Rac iqaa ubedureba ubedurebaze xdeba. Ra pexi gqonia she qalo.
08:15 / 18-07-2016
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ვერტალიოტები არა,გენაცა,ვეტმფრენი,ქართულად ლაპარაკი ისწავლეთ
22:07 / 17-07-2016
გამოხმაურება / 0 /
კიკო
ღმერთმა დაიფაროს ყველა
23:16 / 16-07-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS