16 ივლისი, 2016
ვახტანგ რჩეულიშვილის ემოციური პოსტი - „მაია რომ დაიჭირეს, ისეთი ტრამვა მივიღე, ვითომ მოკვდა და ვერასოდეს ვნახავ“
ვახტანგ რჩეულიშვილი ფეისბუქზე მორიგ პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, სალომე ჩარკიანს მაიას წინააღმდეგ მიაცემინეს ჩვენება და მხოლოდ ამის შემდეგ გაათავისუფლეს.

„მაია რომ დაიჭირეს ისეთი ტრამვა მივიღე, ვითომ მოკვდა. და ვერასოდეს ვნახავ. თურმე რა ცუდი დღე გველის ყველა ხანში შესულ მეუღლეებს, როდესაც სიკვდილი უცილობლად დაგვაშორებს!

მაგრამ ვერასოდეს ვერ ვიფიქრებდი, რომ ჩვენი მკვლელი ეს ხელისუფლება იქნებოდა, კორცხელის ეპიზოდის შემდეგაც კი. ის, რომ ხელისუფლება წლებია გვძარცვავს არ მიკვირს-საარჩევნო კომპანიები ყოველთვის მკვეთრი დაპირისპირების რეჟიმში ტარდება და ყველა ხელისუფლება, წასულიც და
ახალიც ყოველთვის იყენებს თავის რესურს, მათ შორის აყაჩაღებს ბიზნესმენებს ფულის გამოსაძალველად და ატყუებს ხალს, რომ მდიდარს ღარიბის გულისა ძარცვავს! (გამოგვიჩნდნენ აქ კაკო ყაჩაღები!).

მაიას ქონების ნაწილიც კი ყოფნის ყველა მშენებლობის დამთავრებას, მაგრამ არ აყიდინებდნენ, ამაზე დაიწყო კონფლიქტი პროკურატურასთან.

მხოლოდ თავისთვის უნდოდათ ყველა ქონება- ნინოშვილის ბაზარი, თავისუფლების მოედანი, სააკაძის მოედანი და სხვა ელიტარული ნაკვეთები თბილისში და რეგიონებში -მაგალითად 1 ლარად გაყიდული 10 სართულიანი სასტუმრო თელავში!).

ამ ქონების წასართმევად (20 მლნ. $ რაც ორჯერ მეტია იმ თანხაზე, რაც ყველა მშენებლობას ამთავრებს) წამოიწყო უკანონო ბრალდების საქმე ბათუმის მაგნოლიაზეც-დამთავრებულ მშენებლობაზე, სადაც ორი წელია ხალხი ცხოვრობს! ვინაიდან სალომე ჩარკვიანისაგან მაიას წინაამღდეგ ჩვენება მიეღოთ და მხოლოდ ამის შემდეგ გაანთავისუფლეს! ანუ სალომე პროკურატურამ მძევლად აიყვანა და მხოლოდ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებისას გამოუშვა.

მიხარია, რომ დასრულდა სალომეს წვალება, მაგრამ მიჩნდება მეორე შეკითვა: ვის რათ უნდა გამომძალველი და ყაჩაღი პროკურატურა და ხელისუფლება? თუ თქვენზე გგონიაათ რომ ფიქრობენ ხალხო“?
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
გიორგი
26000 დოლარი რომ გადაგიხადეთ 2007 ძელს ვახო,საადაა ან ბინა ან ფული? ამ კაცის თავხედობას და ტკუილებს საზგვარი არ ააკვს.დამიბრუნოს ან ფული ან ბინა! პატივისცემით გიორგი.
00:01 / 19-07-2016
გამოხმაურება / 0 /
??
იმ ხალხის ტრავმას რატომ არ კითხულობ, ქუჩაში რომ დატოვეთ? რამდენს გაუსკდა გული თქვენი არაკაცობით, დაგითვლია როდესმე? ტუი ხარ მართლა, შე კაცუნა, შენა...
19:51 / 17-07-2016
გამოხმაურება / 0 /
hiugo555
მთელი ცხოვრება იმ სიკვდილის მანქანაში იჯექით ქართველი ხალხი რომ ამოწყვიტა...(5.5მილ1996წ----3.5მ ახლა და საკითხავია აქედან ქართველი რამდენია.)გააღატაკა,დააბეჩავა... მითვისებული არამი ქონებით(მილიონებით,კრიშით) გიცხოვრია მთელი სიცოცხლე....ეხლა შენაირებს შემცოდებლებიც კი არ გეყოლებათ...ეხლა იცხოვრე ისე როგორც ცხოვრობს ეს ხალხი....
13:13 / 17-07-2016
გამოხმაურება / 0 /
კოლხი
ამაზრზენი და არაკაცი ხარ შენ,ვახუშტი! ჟრიამულამ წაგართვათ მილიონები შენ და შენ ცოლს და სხვებისკენ როგორ იშვერ თითს,შე ვირო! მაგრამ ესეც მინდა გკითხო,''გარგლიკურკიტოლა'' ბრილიანტებით რმ იწონებდა შენი ცოლი თავს და სასახლეებით,არ მითხრა ახლა,ხელფასიდან შევიძინეთო! იძახი,მაიას ქონების ნაწილი საკმარისია,რომ მოტყუებული ხალხი დავაკმაყოფილოთო? აქამდე სად იყავით შენ და შენი მაიკო? მაინც გნაცებს ემონებით,იმიტომ,რომ სულით ხართ მონები!
06:04 / 17-07-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS