16 ივლისი, 2016
ია სუხიტაშვილის სამოთხე დედამიწაზე - როგორ მოხვდა მსახიობი დედათა მონასტერში
"მას შეუძლია იყოს მაცდური, სასტიკი, გულუხვი... ყველაფრის გაკეთება და მიღწევა მომენტალურად სურს. აუცილებელია იცოდეს, რას გააკეთებს ხვალ, ზეგ ან თუნდაც, 2 კვირის შემდეგ, რადგან გაურკვევლობა ფსიქოლოგიურ წონასწორობას ურღვევს და ყველაზე უმნიშვნელო წინააღმდეგობაც კი ხასიათს უფუჭებს. ტემპერამენტიანი, თავნება და "ფეთქებადია". მოსწონს ფლირტი. ერთგული შეყვარებულია", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები მაიმუნის წელში დაბადებულ ქალწულს, ეს კი მსახიობ ია სუხიტაშვილის ზოდიაქოს ნიშანია.


- ლომისა და ქალწულის ნიშნების გზაგასაყარზე ვარ. ჩემს ხასიათში ლომის თვისებებიც იგრძნობა. პირადი ჰოროსკოპის შედგენა სულ მინდოდა,
მაგრამ ვერ მოვახერხე. თან ვფიქრობ, ამაზე დამოკიდებული არ გავხდე.

- ცვალებადი, ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათით გამოირჩევი?
- წონასწორობას ადვილად ვკარგავ. მინდა, ყველაფერი გეგმის მიხედვით გავაკეთო, მცირედი გადახვევაც კი მაღიზიანებს. არ არსებობს, დილით ცუდ ხასაითზე გამეღვიძოს, მაგრამ შესაძლებელია, უმნიშვნელო დეტალმა განწყობა გამიფუჭოს. ცუდი ხასიათიდანაც ადვილად გადმოვეწყობი კარგზე. პატარა ნაპერწკალი მაბედნიერებს.

- "ჭკვიანი, მოხერხებული და გამომგონებელია. ადვილად უმკლავდება ყველაზე რთულ პრობლემასაც კი".
- სულ ვამბობ, კაცი რომ ვყოფილიყავი (ფიზიკური აღნაგობით, კაცი ქალზე ძლიერია), მდიდარი ვიქნებოდი-მეთქი. ცხოვრებაში არაფერი დამეზარებოდა. მშენებლობაზე მუშად ვიმუშავებდი, ფიზიკურ შრომას არ ვიუკადრისებდი. ძალიან მიკვირს ადამიანების, რომლებიც მატერიალურად სხვებზე არიან დამოკიდებული და ფიზიკური შრომა ეთაკილებათ. როგორც ვიცი, მსოფლიოს მდიდარ ადამიანთა რიცხვში ყველაზე მეტი, ქალწულის ნიშნითაა დაბადებული. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS