16 ივლისი, 2016
ფეისბუქზე სალომე ჩარკვიანის საპროცესო გარიგებით გათავისუფლებას ეხმაურებიან - „ამდენი საშინელი ინფორმაციის მერე, დღეს პირველად მაგარი ინფო“
„ცენტრ- პოინტის“ საქმესთან დაკავშირებით დაკავებული სალომე ჩარკვიანი გათავისუფლებულია.
ამ ამბავს ფეისბუქზე ეხმაურებიან.

"სალომე ჩარკვიანი გაათავისუფლეს! ეს ის ამბავია, ძალა რომ ერთობაშია. ვულოცავ მის ოჯახს, მეგობრებს და პირველ რიგში საბას ძმაკაცს დედის დაბრუნებას", წერს ნანუკა ჟორჟოლინი.

იგივე ინფორმაციას ავრცელებს ფეისბუქზე პროდიუსერი კახა მამულაშვილი.

"ამდენი საშინელი ინფორმაციის მერე, დღეს პირველად მაგარი ინფო.... სალომე ჩარკვიანი თავისუფალია"

"განცხადების განხილვისას ბრალდების მხარემ გაითვალისწინა რიგი გარემოებები. კერძოდ, სალომე ჩარკვიანმა სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, მისცა საქმის რეალური გ
არემოებების ამსახველი ობიექტური ჩვენება. იგი წარსულში არ არის ნასამართლევი.

საქმეში მისი როლი და ქმედების ხასიათი შედარებით ნაკლები საზოგადოებრივი საშიშროების მატარებელია. პროკურატურის მიერ ასევე გათვალისწინებულია ის გარემოება, რომ დაზარალებულებმა მათთან გავლილი წერილობითი კონსულტაციების დროს დააფიქსირეს თანხმობა სალომე ჩარკვიანისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით და ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, მიღებულია გადაწყვეტილება სალომე ჩარკვიანთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე, რა დროსაც მას სასჯელის სახით განესაზღვრება პირობითი მსჯავრი", - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS