მასალას თაკოს მეგობრების კომენტარები
რატომღაც, თამთა ჭელიძე და კახა კუხიანიძეც გვლანძღავდნენ. ამბობდნენ, ამ ქართულ პრესაში რა სისულელეებს წერენო. არადა მათ მაინც არაფერი აქვთ სათქმელი. ქართული პრესის ფურცლებზე თუ მოხვდებიან, ამისათვის დიდი მადლობა უნდა თქვან, რადგან მათ ქართულ შოუ ბიზნესში მნიშვნელოვანი არაფერი გაუკეთებიათ. ამ შემთხვევაში სამართლიანობას დავიცავ და ვიტყვი, რომ კახა კუხიანიძეზე თამთა ჭელიძე სულ რაღაც ერთი ნაბიჯითაა წინ.
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, თაკოს „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერილ კომენტარებს რომ გადავხედე მივხვდი, რომ მასალა კარგად არც წაუკითხავთ ისე გვლანძღავდნენ, არადა მასალაში გასაგებად ეწერა, რომ თაკოს ინტერვიუ, სადაც იმაზე საუბრობდა, რომ წმინდა ნიკოლოზის ხატმა ქმართან შერიგება ურჩია, რამდენიმე წლის წინ იყო გამოქვეყნებული. ისიც გვეწერა, რომ სოციალურ ქსელში ეს ინტერვიუ ახლა გახდა აქტუალური და რომ თაკოს ქმრის მეუღლემ, ნანა ალავიძემ კომენტარები ახლა გააკეთა.
თაკო გაჩეჩილაძე კი რატომღაც ჩვენზე გაბრაზდა. არადა, მიზეზი საკუთარ სიზმრებში აქვს საძებნი, ჩვენ ხომ ტყუილი არაფერი დაგვიწერია. სოციალურ ქსელში დღესაც ძალიან ბევრი და მათ შორის ცნობილი ადამიანები აქვეყნებენ თაკოს 2011 წელს გამჟღავნებულ სიზმარს და ხალისობენ, ამაში თავადაც შეუძლია დარწმუნდეს.
თუმცა, ჟურნალისტებზე გაბრაზება ხომ ყველაზე ადვილია. იქნებ თაკო დაფიქრდეს და მიხვდეს, რომ პრობლემა მის ნათქვამშია და არა ჩვენს ცნობისმოყვარეობაში.
რაც შეეხება მის მიმართვას - თუ რამე სიახლე მექნება ჟურნალისტებს გაგაგებინებთო... როგორც ჩანს, გაჩეჩილაძე სიზმრებს აღარ ხედავს, თორემ მოსაყოლი ნამდვილად დაუგროვდებოდა.
რაც შეეხება "რეიტინგითვის" მის მიერ დარქმეულ საყვარელ და გლამურული სახელს - „რეი“ მშვენიერია. ამისთვის გულწრფელი მადლობა თაკო გაჩეჩილაძეს. ნინი ბადურაშვილს კი ურჩევნია ქვისხანის სიმღერები საკუთარ რეპერტუარში მოიკითხოს.
სალომე დადიანი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის



















