აინტერესებდათ, მართლაც დაემშვიდობებოდა თუ არა გიგი სასურველი სასიძოს ტიტულს.
ეს დღეც დადგა.
14 ივლისს გიგი გაჩეჩილაძის და ანანო ჯოხაძის ქორწილი იყო, სადაც თავი მათმა მეგობრებმა და უახლოესმა ადამიანებმა მოიყარეს.
ქორწილში სიძე-პატარძალი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, მათმა მეგობრებმა კი, რომელთა უმეტესობა არაჩვეულებრივად ცეკვავს, გადასარევი დრო გაატარეს. განსაკუთრებით აქტიურობდა რეზიკო რობაქიძე, ყველაზე ბევრი სწორედ მისი ცეკვის კადრები გავრცელდა სოციალურ ქსელში.
ამ დღეს იუბილარი იყო გიგის მეგობარი
''როგორ შეიძლება, მე რომ მეფე ტორტით არ დავსვარო. მართალია, ანანო ჯოხაძე გამიბრაზდა, მაგრამ ბედნიერი ხელი მაქვს, სულ ასე ტკბილად შეაბერდით ერთმანეთს, მიყვარხართ'' წერს მეკო ფეისბუქზე.





