31 წლის ასაკში შვილის გაჩენა იმ მამაკაცისგან, რომელთანაც თავს ბედნიერად გრძნობს, მარიამისთვის განსხვავებული შეგრძნებაა, ვიდრე წლების წინ პირველი მშობიარობა იყო, თავის ახლანდელ მდგომარეობაზე ის "სარკესთან" გულახდილად საუბრობს.
- მარიამ, როგორ
- ექიმის გადაწყვეტილებით, უცებ საკიესრო კვეთა გახდა საჭირო, რადგან მშობიარობის ვადა გადაცდენილი იყო. გაუტკივარებით ჩამიტარდა საკეისრო კვეთა. რა თქმა უნდა, მე გონზე ვიყავი, ყველაფერი მესმოდა, ბავშვი მუცლიდან რომ ამოიყვანეს, ტირილი მომინდა, ცრემლები თავისით წამომივიდა, ეს საოცარი შეგრძნება იყო.
- ფოტოები ვნახეთ, ლევანს როგორ ეწვინა გულზე.
- დიახ, მე დამანახეს ბავშვი, შემდეგ გადაიყვანეს და მამას დაუწვინეს გულზე. მთელმა საავადმყოფომ გაიგო, რომ ლევანი ძალიან ნერვიულობდა, ვალერიანის წვეთებს და ვალიდოლს ასმევდნენ.
- თქვენი უფროსი შვილი გიორგი-არბი როგორ შეხვდა ძმის დაბადებას?
- ალექსანდრეს დაბადებამდე გიორგიც ძალიან ნერვიულობდა, ჩემთან უნდოდა ამოსვლა, მაგრამ ზედმეტი სტრესი არ მივაყენეთ და არ ამოვიყვანეთ. როცა ალექსანდრე გაჩნდა, გიორგი პირველად ლევანს ჩაეხუტა, ძალიან გახარებული იყო, გადარეული მოვიდა ჩემთან, ბავშვს ეფერებოდა. იხილეთ სრულად