13 ივლისი, 2016
ნანუკა ჟორჟოლიანის კიდევ ერთი სკანდალური განცხადება მაგდა პაპიძეზე - „როგორც ჩანს მეგობრების ნაწილი გავანაწყენე, როცა დავწერე რომ მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მჯერა“...
მაგდა პაპიძესთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქზე კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს:

„როგორც ჩანს მეგობრების ნაწილი გავანაწყენე, როცა დავწერე რომ მაგდა პაპიძის მიერ ჩადენილი დანაშაულის მჯერა და უნდა ავხსნა რაღაც.
იმიტომ არ მჯერა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს ჭეშმარიტებას. სულაც არა მეგობრებო. პროკურატურის მტკიცებულებებია სამკარისი და მაგდას აბსურდული ჩვენებები საეჭვო.

გოგო წინა დღეს ყიდულობს უროს. ამ უროზე კი მისი ანაბეჭდების არსებობას შემდეგნაირად ხსნის. ჩვენებაში წერს, რომ მისი ოჯახის წევრები რომ ნახა, აღსანიშნავია რომ მისივე თქმით ამ ოჯახის წევრებს
მთელი საღამო ელოდა, გარეთ გაიყვანა, შუქზე რომ ენახა რა ჭირდათ და თან ნაგავაში გააყოლა ურო, რომელიც კედელზე იყო მიყუდებული. ანუ, ნახულობ შვილი მკვდარია თუ ცოცხალი და თან ადამიანს გაქვს იმის თავი ურო გადააგდო?

ამ ზღაპრის რატომ გჯერათ? და რა აკვიატებაა ეს?! ამოვიჩემეთ რომ მაგდა ვერ ჩაიდენდა ამ დანაშაულს. ვინ არის მკვლელი მაშინ?! ველოდები თქვენს ვერსიას. ვინ მოკლა მისი ქმარ-შვილი და ქმრის სისხლი როგორ აღმოჩნდა ოთახში, სადაც მაგდას ეძინა!

"უდანაშაულო გოგოს როგორ იმეტებთ", აი ამას რომ მომწერთ, გაიხსენეთ უდანაშაულო ბავშვი, რომელსაც არსებობის უფლება ღმერთმა მისცა და ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ასევე ჰქონდა უფლება ეცოცხლა. შორს წამიყვანს ეს პოსტი და ამიტომ კითხვას დავუბრუნდები, მიპასუხეთ, ვინ მოკლა ბავშვი და მამა. ველი პასუხს“.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 20 /
tako
Sxvasac xom moukvlia coli, shvili, qmari,ratom mat ar miusajes samudamo,vis interesebhia magdas mudmivi patimroba da vis ehinia magdas garet gasvlis tundac 20 clis mere?
21:05 / 17-07-2016
გამოხმაურება / 0 /
თეკლა
ქალი რომ ძაღლს მოკლავს, შემაწუხაო, ის მკვლელია...
07:40 / 17-07-2016
გამოხმაურება / 0 /
აგატა
ვინ ვის არცხვენს,საკითხავია.არსებობს შემთხვევა და შეურაცხადი ადამიანი...დიაბეტიანი ორსული დასაშვებია იკოს ასეთი...ცოტა ტვინი აამუშავეთ..მაგდას ადვოკატებმა დაამთავრეს კულინარული...მაგრამ მჭადსაც ვერ გამოაცხობენ.
09:15 / 16-07-2016
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ამ მაგდამ ბევრი ტყუილი იკადრა, განა შეიძლებოდა შუაღამემდე ქმარშვილი სახლში არ მოვიდა და ერთხელაც არ დაერეკა, როგორც გაირკვა არც ერთი ზარი არ განხორციელებულა ქმრის ტელეფონში, მხოლოდ საყვარელს დაურეკა.საძებრად ისე გავიდა ტელეფონით არ უცდია დარეკვა?ეს უკვე ისეთი სამხილია, რომ მკვლელი ან მკვლელობის მონაწილეა.
23:22 / 15-07-2016
გამოხმაურება / 0 /
ბიაშა
ქალი, რომ საკუთარ შვილს გაიმეტებს, ის ყველას გაიმეტებს.
11:35 / 15-07-2016
გამოხმაურება / 0 /
აგატას
დაამთავრე იურიდიული ფაკულტეტი და ვერ განვითარდი როგორც იურისტი. რა გონებაში ჯდება სახლში შედის ქალი ხადავს მკვდარ ქმარს , მომაკვდავ შვილს და აგონდება!!!, რომ ურო იყიდა ალბად მე დამაბრალებენ მკვლელობას და იმის მაგივრად, რომ ქვეყანა შეძრას კივილით , რომ იქნებ მის შვილს ვინმე დაეხმაროს გადის გარეთ და სისხლიან უროს სანაგვეში აგდებს , რაზეც მხოლოდ მისი ანაბეჭდია დატოვებული. ბარაქალა შენს განათლებას.
09:33 / 15-07-2016
გამოხმაურება / 0 /
მარი
ეს ის შემთხვევაა როცა აბსოლუტურად ვეთანხმები ნანუკას
20:07 / 14-07-2016
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
იმიტომ არ სჯერა ბევრს, რომ მაგდა მკვლელია, რომ აქვთ არგუმენტი - დედა შვილს არ მოკლავდა, განსაკუთრებით კი "ქართველი დედა". ისეთი არგუმენტია, წყალი არ გაუვა. არ გვჯერა და უფალმა განსაჯოსო. და მართლმსაჯულებამ არ უნდა განსაჯოს? თუ ამდენი აშკარა სამხილის და მტკიცებულების შემდეგ გარეთ უნდა გამოუშვან, რომ ბედნიერად იცხოვროს? უცებ სინდისმა არ შეაწუხოს. მაგის უდანაშაულობის ადვოკატებსაც არ სჯერათ აშკარად, 16 წელი მოითხოვეს სასჯელად. უდანაშაულოა და ადვოკატების პოზიციაა, რომ ოღონდ სამუდამო პატიმრობა არ მიუსაჯონ და არა უშავს, უდანაშაულო ადამიანი 16 წელი ციხეში იჯდეს? ასე რომ ურწმუნო თომებს და "უფალმა განსაჯოს" პოზიციის ადამიანებს ურჩევნიათ, ყველაფერი უფლის სამართალს არ მიანდონ. კი ბატონო მიმტევებლობა კარგია და მაგდაც ნამდვილად საცოდავია, მაგრამ დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს.
17:42 / 14-07-2016
გამოხმაურება / 0 /
ირინა
მეგობრებო, ბევრ ტქვენტაგანს ვერ წარმოუდგენია დედის მიერ სჰვილის მკვლელობა ალბატ,იმიტომ რომ ტავად არასდროს ცჰაიდენტ ამას./გმერტმა დაგიცვატ და დაგიფაროტ/ მაგრამ პაპიდზის სჰემტხვევა გახლავტ მეტად ინდივიდუალური და სპეციფიური.საქარტველოსჰი მსგავსი რამდენიმე დანასჰაული მომხდარა, მაგრამ პაპიდზისგან განსხვავებიტ დედა,ან მამა ექსპერტიზის დასკვნიტ სჰეურაცხადი ყოფილა.ამ მხრივ პაპიდზე ჯანმრტელია.პაპიდზეს არც ერტ პროცესზე არ მოუტხოვია მისი ქმარ-სჰვილის/ნამდვილი/მკვლელის დადგენა,ასეტის არსებობის სჰემტხვევასჰი გამოდზიება გგონიატ,რომ კვალს აცდებოდა? უბრალოდ,რეალობასჰი არ არსებობდა სხვა მკვლელი.ეს ის სჰემტხვევაა,როცა ბრალდების მხარემ სწორი გეზი აიგო და სწორადაც განავიტარა გამოდზიების პროცესი.ეს ის სჰემტხვევაა.როცა 12 მსაჯულმა ერტხმად სცნო პაპიდზე დამნასჰავედ.ეს ის სჰემტხვევაა,როცა სასამარტლომ პაპიდზეს აბსოლუტურად სწორად სჰეუფარდა სამუდამო პატიმრობა.აწ უკვე მკვლელობასჰი მსჯავრდებულ პაპიდზეს კიდევ ორი ზემდგომი სასამარტლო ინსტანციიტ სჰეუდზლია ამტკიცოს საპირისპირო,ევროპულ სასამარტლოსაც მიმარტოს, მაგრამ ტავად ხომ იცის რაც ცჰაიდინა. გირდა კი მისი სამომავლო გეგმები ამად?
11:52 / 14-07-2016
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
რამდენი არ ვეცადე გამემართლებინა ეს ქალი, რათა ჩემს გულში იმ დიდი გრძნობისთვის დედაშვილობა რომ ქვია, ჩრდილი არ მიმეყენებინა, მაგრამ როგორ? როცა ყველა სამხილი, ყველა მტკიცებულება მის წინააღმდეგაა..! უბრალოდ მაოცებს ამ ქალის უნარი ასეთი ტრაგედიის შემდეგ ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე ქონდეს სურვილი გააგრძელოს ცხოვრება, როგორც ერთმა უდანაშაულო და უმწიკვლო რეპუტაციის ადამიანმა და იბრძვის ციხიდან გამოსვლისთვის...! - სწორედ ეს მაფიქრებინებს, რომ ნამდვილად წინასწარგანზრახვით მოკლა ქმარი და ვინიცის საკუთარი შვილიც..! ორმაგად გარეწარია, ვიდრე ჩვეულებრივი მკვლელი..! ასეთი რამ ფილმებში თუ მინახავს, ისიც არაქართულ ფილმებში!
19:57 / 13-07-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS