11 ივლისი, 2016
ლელა კილაძის პირველი კომენტარი გუკა რჩეულიშვილის საქმეზე: "დიდი სიამოვნებით, მაგრამ ახლა მასთან არანაირი კონტაქტი არ მაქვს"
გუკა რჩეულიშვილი პროკურატურამ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცა. "ვინაიდან გურამ რჩეულიშვილი თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მის მიმართ დაუსწრებლად გამოტანილია დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით მის მიმართ გამოცხადდება ძებნა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

სამართალდამცველებმა გუშინ შპს "ცენტრ პოინტი აჭარას" დირექტორები ირაკლი მინდელი და სალომე ჩარკვიანი დააკავეს. პროკურატურაში 11:00 საათზე დაკითხვაზე დაბარებული გუკა რჩეულიშვილი არ გამოცხადდა, მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. გამოძიების შეკითხვებს მისმა დედამ, "ცენტრ-პოინტის" ერთ-ერთმა მფლობელმა მაია რჩეულიშვილმა უპასუხა.

სამართალდამცავები გუკა
რჩეულიშვილის დასაკავებლად, გუშინ მისი მეუღლის, ლელა კილაძის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდნენ, თუმცა გუკა იქ არ იმყოფებოდა. ლელა კილაძე მისი ოჯახის გარშემო განვითარებულ მოვლენებს AMBEBI.GE-სთან საუბარში აფასებს და იხსენებს, როგორ მივიდნენ მის სახლში სამართალდამცავები:

"აგრესია არ არის ჩხრეკის ორდერი რომ არ გაქვს?! დაკითხვაზე არ იბარებ ადამიანს და პირდაპირ სახლში მოდიხარ?! სახლში, სადაც ბავშვები ცხოვრობენ. ვუთხარი რომ გუკა სახლში არ იყო, საბუთიც არ ჰქონდათ რის საფუძველზეც ჩხრეკის ჩატარება შეეძლოთ. ეს პირველი შემთხვევა არ არის ჩემს ცხოვრებაში, ბოლო ორი წელია ჩემით და ჩემი ოჯახის წევრებით არიან დაკავებულები".

- რა დროს მოვიდნენ სამართალდამცავები?
- დილის 11 საათზე 7 პირი მოვიდა ჩვენთან სახლში, თავიდან არ მივეცი სახლში შემოსვლის უფლება, მაგრამ შემდეგ დავთანხმდი და დაათვალიერეს, შემდეგ ჩავიდნენ და ზუსტად 20 წუთში ამობრუნდნენ.

იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
რა მაგარი ქალია! სიცილით ვკვდები. რა ქნას კრიმინალი ქმრები ხვდებიან და ისიც იცვლის იქამდე სანამ შესაფერისი შეხვდება.
16:40 / 13-07-2016
გამოხმაურება / 0 /
ზაზა
--- ამ ქალს ერიდეთ საშიშია ! ! !...გიგი დაიჭირეს - გუკა დაიჭირეს - ვინ იქნება შემდეგი ნეტა ჰააა...???
11:47 / 13-07-2016
გამოხმაურება / 0 /
ხატია
ვაა.. აბაა ესააო, ისააო, არაო?? ტყუილიაო? :)
21:15 / 11-07-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS